როგორ დაიცვა შავი ჭირისაგან პირიქითა ხევსურეთმა საქართველო

0
მე-18 საუკუნეში პირიქითა ხევსურეთის სოფელ ანატორში მოსახლეობაში შავმა ჭირმა იფეთქა. სოფელში დაავადების აფეთქებასთან ერთად მოსახლეობამ გადაწყვიტა რომ ეზრუნათ ქვეყანაზე, არ გაევრცელებინათ სნეულება და არ დაეტოვებინათ სოფელი, რისთვისაც სოფლის გასასვლელში თოფინი გუშაგებიც დააყენეს (რომელთაც არცერთხელ არ გაუსვრიათ). ვისაც კი სნეულება აღმოაჩნდებოდა სოფლის თავში სპეციალურად გამოთხრილ აკლდამებში მიდიოდა და მარტო ელოდა სიკვდილს, რათა სხვა თანასოფლელებისა და ქვეყნისათვის არ შეექმნა საფრთხე. ათობით ადამიანი, ზოგიც დედა, საკუთარ დასნეულებულ შვილთან ერთად ეცლებოდა სოფელს და ცოცხალი ელოდებოდა სიკვდილს ან გამოჯანმრთელებას (ბავშვების ჩონჩხებიც გვხვდება აკლდამებში). ცნობილია, რომ არცერთ ადამიანს არ დაუტოვებია სოფელი და მხოლოდ შვიდი მცხოვრები გადარჩენილა ჭირისაგან. დღემდე აკლდამებში ათობით გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი ინახება. საინტერესო არის ის, რომ ამ გმირული თავგნწირვითა და უმაღლესი სოციალური თვითშეგნებით ამ ადაიანებმა იხსნეს მთელი ქვეყანა უმძიმესი სნეულებისაგან.
#politics
#news
#opinion
#photo
0