კლინიკური ნიშნების შემოწმების შემდეგ, შესაძლოა, დღეს კლინიკა კიდევ 3-მა პაციენტმა დატოვოს-ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139598 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შესაძლოა, დღის განმავლობაში კიდევ 3-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს კლინიკა. მისივე თქმით, ჯამში უკვე გაწერილია 5 პაციენტი. ეზუგბაიას განმარტებით, სამი პაციენტი, რომლის გამოწერასაც დღეს ვარაუდობენ გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათ ჰქონდათ პნევმონიის ნიშნები, ამიტომ დღეს მათ კლინიკურ მონაცემებს შეაფასებენ და "თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ეს 3 პაციენტიც დატოვებს დღის განმავლობაში ცენტრს". ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი მკაცრი კარანტინი.
0