სარფის საბაჟო ღია იქნება

0
სარფის საბაჟო ღია იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სარფის გამშვები პუნტქი ღია იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო თურქეთში ავრცელებს. მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას. საქართველო-თურქეთის საზღვარი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ღია იქნება. აღსანიშნავია, რომ 23 მარტიდან თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება მხოლოდ სარფიდან იქნება შესაძლებელი. სარფის საბაჟოზე, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ საზღვრებზე, სპეციალური აღჭურვილობა და სამედიცინო პერსონალი მობილიზებულია. ყველა შემოსულ პირს გასინჯავენ, შემდეგ კი განათავსებენ კარანტინში ან შესთავაზებენ თვითიზოლაციას. 21 მარტის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრები ჩაკეტილია უცხოელებისთვის და ქვეყანაში დაბრუნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
#საქართველო
#სარფისსაბაჟო
#სარფი
#საბაჟო
#კორონავირუსი
#საზღვარი
#batumidaily
0