აშშ-ის მთავრობა საიდუმლო iPod-ზე სტივ ჯობსისგან ფარულად მუშაობდა — ეფლის ყოფილი ინჟინერი

0
2005 წელს ეფლმა სამსახურში აშშ-ის საჯარო უწყების კონტრაქტორები აიყვანა, რომლებიც iPod-ის მოდიფიცირებული ვერსიის შემუშავებაში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ზუსტად რა დანიშნულებით იქმნებოდა ეს ვერსია, დღემდე უცნობია. ვრცლად ამ ისტორიას iPod-ის ერთ-ერთი ყოფილი ინჟინერი, დევიდ შაიერი გვიზიარებს. მისი მონათხრობის დასაწყისი ერთგვარ ნოველას წააგავს: 2005 წლის მიწურულს ერთი მოჟამული დღე იდგა. მე ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი და მომდევნო წლის iPod-ისთვის კოდს ვწერდი. ყოველგვარი კაკუნის გარეშე და სრულიად მოულოდნელად ოთახში iPod Software-ის დირექტორი — ჩემი უფროსის უფროსი — შემოვიდა. "შენთვის სპეციალური დავალება მაქვს. შენმა უფროსმა ამის შესახებ არაფერი იცის. შენ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროდან მოსულ ორ ინჟინერს iPod-ის სპეციალური ვერსიის შექმნაში დაეხმარები. ანგარიშს მხოლოდ მე ჩამაბარებ", — განმიცხადა მან. ამბის ეს პირველი აბზაცი მკითხველს მთელი ისტორიისთვის შესაფერის განწყობას უქმნის. ამბავი, მართლაც, მრავალ ისეთ დეტალს შეიცავს, რომელიც ეფლის ისედაც ბურუსით მოცულ სამყაროს კიდევ უფრო მისტიკურად წარმოაჩენს.  ©on.ge
#tech
#tech
#technology
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0