3D პრინტერით დაბეჭდილი, ეკოლოგიურად სუფთა სახლი

0
დღეს 3D პრინტერზე ყველაფრის დაბეჭდვა შეიძლება, თქვენ წარმოიდგინეთ სახლისაც კი. Mighty Buildings, სამშენებლო სექტორში, 3D ტექნოლოგიებზე რამდენიმე წელია მუშაობს. ახლა კი საცხოვრებელი სახლების მიმართულება დაამატეს – მომხმარებელს აღარ უწევს შენება, წინასწარ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, კომპანია „ბეჭდავს“ მას და უკვე გამზადებული შენობა მიაქვს ადგილზე დასამონტაჟებლად. რაც მთავარია, ეს სახლები მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით იქმნება.
©marketer.ge
#tech
#technology
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0