ეს საინტერესოა

0
🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶 , , ბერძენ პითაგორას მიაწერენ მუსიკის შვიდი ბგერის დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი-ს - დალაგებას და ტონებად, სიმაღლეებად გაზომვას. ძველ ბერძნულ -კოლხური ურთიერთობა საკმაოდაა შესწავლილი, მაგრამ ბევრი რამ იდუმალებითაა მოცული. პითაგორას მიერ სახელდარქმეული ბგერები დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი არც ბერძნულად, არც ლათინურად და, თუ გნებავთ, ნებისმიერი სხვა ძველი ქვეყნების ენებზეც არაფერს არ ნიშნავს და ვერც ვერავინ აგიხსნით, ერთადერთი ამ ბგერათა სისტემის ახსნა ლაზურ-მეგრული, ძველი კოლხური მეტყველების ლექსიკით არის მხოლოდ შესაძლებელი. ჩვენ ბგერათა თვისებების განხილვის დროს ვთქვით, რომ ერთ ბგერას, ასევე ორ ბგერას ძალზე დიდი შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია. სწორედ, რომ ბუნებაში არსებული შვიდი ბგერის განხილვის დროს ჩვენ გვეხმარება ზემოთხსენებულ ბგერათა მნიშვნელობა. რას ნიშნავს ბგერა დო? ბგერა დო ნიშნავს ქართულ კავშირს და-ს, მაგრამ და და დო, როგორც ახალ-ქართულში, ასევე ძველ ქართულ - კოლხურში იხმარება, როგორც კავშირის ბგერა და სატრამპლინო საწყისი ბგერა გარკვეული მოსაზრების ან ლექსთაწყობის წინ. და მინდოდა, და მივრბოდი, ანდა რუსთაველის ლექსებში ყოველი სტროფის წინ შეიძლება ვიხმაროთ და; ძველ კოლხურში დო იგივეს ნიშნავს და ეს კავშირის სიტყვა დო აკავშირებს როგორც აღმავალ, ასევე დაღმავალ ბგერათა მწკრივს. გარდა ამისა, სიტყვა დო ნიშნავს აზრთან დამოკიდებულებას და უამრავია. დო- ბრელი რე, და-ძალზე ბევრია. დოს შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ მეორე ბგერას ჰქვია , , რე”, რაც კოლხურ ენაზე ნიშნავს , , არის”(რე). მესამე ბგერას ჰქვია “, , ”. რაც ძველ კოლხურით ნიშნავს ვინ- ვინ არის ჩემი, რომელიც ითხოვს შემდგომი აზრის გაგრძელებას. როდესაც გამოჩნდა კითხვა , , მი”, - ვინ უნდა იყოს შემდეგ? მეოთხე ბგერას ჰქვია , , ფა” - სიტყვა , , ფა” - ხაზობრივ ფაზათა აღმნიშვნელი სიტყვაა, რომელიც იხმარება ართ ფა- ჟირ, ფა-სუმ-ფა, ოთხ-ფა-ხუთ ფა და ასე უსასრულოდ, რაც ნიშნავს ერთი ფაზა - 2-3-4- და ასე შემდეგ. სწორედ ბგერა , , ფა”-ს ქვედა და ზედა ხაზებიდან იწყება ხაზობრივი ფაზები. ამ ხაზობრივი ფაზების მეორე ხაზზე მოთავსებულია მეხუთე ბგერა სოლ. ბგერა , , სოლ” სხვა რეგისტრებშიც ხაზს ან ხაზებს შორისაც თავსდება, მაგრამ ეს განპირობებულია ბგერათა სიმაღლეებად დალაგების აქსიომური კანონის მიზეზით, მათი აღმავალი და დაღმავალი ჟღერადონის სიძლიერის და სიმაღლის მიზეზით. ეს კანონი ეხება ყველა ბგერას. სიტყვა სოლ შედგება ორი შინაარსის ბგერისაგან (სო - სად, ლ - ვარდება). თანაც ვიცით, რომ პირველი ბგერა-ს- ითხოვს სიჩუმეს, ს - ჩუმად. ამრიგად ბგერა - სოლ გადადის ბგერა ლა-ში. თვითონ ეს ბგერა გვეუბნება ვარდება ლა-ში. ე.ი. ლა-ა რომელიც ერთდროულად ძველკოლხურში ნიშნავს- ა-საით ვარდება. –ლ. და, გარდა ამისა, ლაზურად ნიშნავს წასვლას, - წავიდა საით. წავიდა ბგერა სი-ს მიმართულებით, რაც ქვეცნობიერად ადამიანს ნიშნავს – სი კოჩი, სი სოულ (შე კაცო, შენ სად მიხვალ). ზემოთ განხილული ბგერათა რიგის ბგერა , , სი” თითქოს საიდუმლო კოდია, მიუთითებს ადამიანზე, რომ ადამიანს ძალუძს ბუნებაში არსებულ ბგერათა ფლობა და მისი საშუალებით შემეცნება, ბგერათა აჟღერება, გახმოვანება, მელოდიის და მუსიკის შექმნა." /ამონარიდი ცხონებული კომპოზიტორის, სერგო ჟვანიას სტატიიდან - , , ქართული მუსიკის კოლხური საწყისები". ჟურნალი , , აია", 1 (5) გვ. 154-164, 1998 წ./ 🎼🎵🎹🎶
0