გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხავს

0
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ. „მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა ვთვლი რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწვეტილება კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100, 000 ლარი. ყველას მოგიწოდებთ გაინაწილოთ პასუხისმგებლობა და
#დარჩეთსახლში
“ – აცხადებს გოჩა ენუქიძე. დღეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები.
0