თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139692 კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა და დედაქალაქის საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა. საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების! - ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის. იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლავ მძიმე ვითარებაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 63 927 შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულია 6 078 ადამიანი.
0