სოკ-ის წარმომადგენელი: "წელს ოლიმპიადა არ ჩატარდება"

ByM.m.m.Georgia
0
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, დიკ პაუნდმა განაცხადა, ტოკიოში გასამართი ოლიმპიადა 2021 წლამდე გადაიდება. "არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ 24 ივლისს ოლიმპიური თამაშები არ დაიწყება. ოლიმპიადას აუცილებლად გადადებენ", - თქვა დიკ პაუნდმა. წესით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს. მთავარი პრობლემა კორონავირუსის პანდემიაა. არაერთ სპორტში საკვალიფიკაციო ტურნირები ჯერ არ დასრულებულა. გარდა ამისა, სპორტსმენები სათანადოდ ვერ ემზადებიან, რადგან კარანტინის გამო მათ უმრავლესობას სახლში ყოფნა უწევს.
#სპორტი
#ოლიმპიადა
#ტოკიო2020
#კორონავირუსი
#news
#events
#sport
#business
#politics
#Japan
ByM.m.m.Georgia
0