მარსზე თვითიზოლაციაში მყოფმა მავალმა „კურიოზიტიმ“ ჩვენს გასამხნევებლად ახალი სელფი გამოგზავნა

0
მაშინ, როდესაც დედამიწაზე თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პანდემიას ვებრძვით, ნასას მავალი „კურიოზიტი“ მარსზე კვლავ თავისუფლად დაყიალობს და ალბათ სიმშვიდის ნეტარებასაც ეძლევა; ასე იყო გასული რვა წლის განმავლობაშიც. გარდა ამისა, მავალი პერიოდულად საოცარ სელეფბსაც გვიგზავნის. თებერვლის ბოლოს, მარსის ერთ-ერთ ფერდობზე ასვლისას, „კურიოზიტიმ“ სელფის კიდევ ერთი სესიის ჩატარება მოასწრო. მართალია, იქ ასვლისას მავალმა მისთვის რეკორდული სიჩქარე განავითარა, მაგრამ ასვლა სულაც არ გამოდგა ადვილი საქმე. ნასას ჯგუფის განცხადებით, „კურიოზიტიმ“ ეს მესამე ცდისას შეძლო. მეორე მცდელობისას ის თითქმის 31-გრადუსიანი კუთხით გადაიხარა. მიუხედავად ამისა, ასეთი გადახრა გამორიცხავს გადაყირავებას, რადგან სისტემა მავალს 45-გრადუსიანი კუთხით გადახრის საშუალებას აძლევს გადაბრუნების გარეშე. ბორბლების ერთ ადგილას ბრუნვის შემთხვევაში, მას რამდენჯერმე ხელახლა ცდა შეუძლია. მომდევნო დღეს „კურიოზიტი“ ფერდობზე ავიდა. იქამდე, ვიდრე მის ადამიანთა ჯგუფს დედამიწაზე მუშაობა შეუძლია, ისიც განაგრძობს წითელი პლანეტის კვლევას. როგორც წესი, მავალი ერთ ადგილზე დიდხანს არ ჩერდება, ის ფერდობის თავზე სვლას ამჟამადაც აგრძელებს და წინ გადაშლილი ჰორიზონტების თვალწარმტაცი ხედებით ტკბება. ერთ-ერთი ასეთი ხედი, რომელიც მარსის ყველაზე დეტალური პანორამა ისტორიაში, მან დედამიწაზე ცოტა ხნის წინ გამოგზავნა.
0