შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი! – ნიკოლოზ გამყრელიძე

0
„ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი“, – ამ სიტყვებით მიმართავს ამირან გამყრელიძის შვილი, ნოკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. „ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას“, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის შვილს, ნიკოლოზ ამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა. ამჟამად მას კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს. მაშინ, შვილის მადგომარეობაზე ამირან გამყრელიძემ ტელეეთერშიც იალაპარაკა და თქვა, რომ მისი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან.
#coronavirus
#news
#primetime
#nikolozgamyrelidze
0