კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს
70 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139706

თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

„66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში, 40-დან გუშინ დადასტურდა ხუთი ახალი შემთხვევა. გუშინ გვქონდა 35 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი დადასტურებული შემთხვევა და ჩვენს ცენტრში არის უკვე 40 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ კოვიდის მიმღებ ცენტრებში არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გაჯანმრთელებული და გაწერილი არის რვა. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. აქედან კვლავ რჩება ერთი გაჯანმრთელებული, უბრალოდ რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს ალბათ ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს. გამოდის, რომ ცხრა გამოჯანმრთელებული პაცენტი გვყავს უკვე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago
5
Write a comment