ტრამპი – ამერიკა იმისთვის არ აშენებულა, რომ დახურული იყოს

0
https://primetime.ge/app/uploads/2020/03/donald-trump032320.gif ამერიკა იმისთვის არ შექმნილა, რომ დახურული იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ადმინისტრაცია იმუშავებს იმაზე, რომ ადგილობრივმა ეკონომიკამ საქმიანობა ფრთხილად განაახლოს. „ჯანდაცვის სფეროში ჩვენი შესანიშნავი ექსპერტები სწავლობენ ამ დაავადებას ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს, რათა რეკომენდაცია გავუწიოთ ახალ პროტოკოლებს და საშუალება მივცეთ ადგილობრივ ეკონომიკას ფრთხილად განაახლოს საქმიანობა საჭირო დროს. ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს. არ ვაპირებთ, განკურნება პრობლემაზე უარესი გახდეს. პირდაპირ გეტყვით, თვეებს ვერ დაველოდებით, ვაპირებთ, ქვეყანა გავხსნათ, “ – აცხადებს ტრამპი. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 43 734-მდე, გარდაცვლილთა კი – 553-მდე გაიზარდა.
0