იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი მეორე დღეა იკლებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139708 იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 602 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. იტალიაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 078-ს შეადგენს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უკვე მეორე დღეა, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იკლებს. ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსისგან 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 7 423-ს შეადგენს.
0