29 ნოემბერი

16
მთვარის მეოთხე ფაზა. 26 დღე🌘🌘 ზამთრის დადგომამდე სულ რაღაც ერთი დღე დარჩა. ❄️❄️❄️
29 ნოემბერს დაბადებულებისთვის პირველ ადგილზე სურვილები დგას, ხოლო მეორეზე – ამბიციები. ამ პრინციპით ცხოვრობენ ისინი. თავისი პრინციპებითა და იდეალებით ეს ადამიანები არასდროს მიდიან კომპრომისზე. ამასთან, ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევას ახერხებენ. აქვთ უნიკალური უნარი, იმოქმედონ ვითარებიდან გამომდინარე. გამოირჩევიან სწრაფი რეაქციებით, სიმტკიცით, ადაპტირების უნარით.
29 ნოემბერს დაბადებულები მეოცნებე და იდეალისტი არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის, პრაქტიკული ამოცანები ვირტუოზულად გადაწყვიტონ. მრავალმხრივი პიროვნებები გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობენ. ამ დღეს დაბადებულები ნოვატორები არიან. მათი იდეები, შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ისინი ხორციელდება და საზოგადოების მხრიდან მიღებულია.
29 ნოემბერს დაბადებულებს ხელოვნება უყვართ და სწორედ ხელოვნების სიყვარული უბიძგებს მათ პროფესიის არჩევაში. ისინი, თუ თავად არ მოღვაწეობენ ხელოვნების რომელიმე სფეროში, გამოდიან შესანიშნავი, სამართლიანი კრიტიკოსები.
ამ დღეს დაბადებულებს ასევე იზიდავს მეცნიერება. პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა მათემატიკა, ფილოსოფია, ასევე პოულობენ თავს ლიტერატურაში. ზოგჯერ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს შორისაა საზოგადოებრივი, პოლიტიკური საქმიანობა.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მათე მახარებლის ხსენების დღეს 
წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებდ - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:
- შემომიდეგ მე!
მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე. მალე იგი ღირს-იქმნა უფლის 12 უგამორჩეულეს მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.
მათე მახარებლის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ სალერნოშია  დაბრძანებული.
ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს. ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი… ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით – გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა – ამას აღარაფერი ეშველებაო – და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე.                                      
ნოდარ დუმბაძე
სამარხვო პეროგი ქიშმიშით:
მასალა:
შაქარი 1 ჭიქა
პურის ფქვილი 3 ჭიქა
ქიშმიში 200გრ.
დარიჩინი 1, 5 ჩ/კ.
ზეთი 1 ჭიქა
ღვინის ძმარი 1 ს/კ.
თაფლი 2 ს/კ.
სოდა დანის წვერით.
მომზადება:
სოდა და თაფლი გავხსნათ 2 ჭიქა თბილ წყალში. შაქარს დავამატოთ დარიჩინი, ზეთი, ქიშმიში, სოდა–თაფლით, კარგად ავურიოთ, შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ ფქვილი, (ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის). გამოსაცხობ ფორმზე მოვათავსოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, ჩავასხათ მომზადებული ცომი, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით ნახევარი საათი დაბალ ტემპერატურაზე.
გემრიელად მიირთვით!
16