დაპირისპირება მარნეულში - შსს-მ ორი პირი დააკავა

0
თავდასხმა და დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე მარნეულში - გუშინ მომხდარი შემთხვევის სავარაუდო დამნაშავეები შსს-ს თანამშეომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 23 და 20 წლამდე ახალგაზრდებს ბრალი პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობაშის გაწევის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე წარედგინათ. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
#politics
#news
#შსს
#მარნეული
0