ილიას მკვლელობა

0
1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურში, კაენის ნაშიერნი დაუხვდნენ ილია ჭავჭავაძეს... მკვლელები დაქირავებულნი იყვნენ. გადმოცემებით თუ მოწმეთა ჩვენებებით, სამწუხაროდ, ბოლომდე დადგენილი არ არის ნამდვილი მკვლელის ვინაობა. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა განზრახული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, რადგან ილია გმობდა მათ პოლიტიკურ გზას და ხალხში უსაზღვროდ პოპულარული იყო. საბჭოთა პერიოდში გამოძიებამ დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში. ...ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა (გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი და ვინმე იმერელი - ბევრჯერ თქმულა, რომ ის სერგო ორჯონიკიძე იყო) დახვედრია. იარაღი მიუშვერიათ და ეტლის შეჩერება უბრძანებიათ. ილია ფეხზე წამომდგარა, - ილია ვარ, არ მესროლოთო. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, - მიუხლია ბერბიჭაშვილს და თოფსაც დაუქუხია. ილია ეტლიდან გადმოვარდნილა. ©კვირის პალიტრა
#politics
#history
0