„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები კარანტინში გადაჰყავთ

0
სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში“ სცენარს თავადაც თვითიზოლაციაში მყოფი ქეთი დევდარიანი წერს. „ქეთი განსაკუთრებულ კარანტინში არ არის. მისი საქმე საშუალებას იძლევა, არსად არ გავიდეს და სახლში წეროს“ – ამბობს ირაკლი საღინაძე „პრაიმტაიმთან“. მისი თქმით, სპეცსერიების გადაღების დაწყება სამ დღეში გახდება შესაძლებელი. როგორც პროდიუსერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, უსაფრთხების მიზნით ერთ სცენაში მაქსიმუმ ორ მსახიობს გადაიღებენ. ირაკლი საღინაძე: – იქნება რამდენიმე ნოველა ადამიანური ისტორიებითა და ემოციებით. ზოგ პესონაჟს თვითიზოლაციაში ნახავთ, ზოგს იძულებით კარანტინში, ზოგსაც ნებაყოფლობით კარანტინში. ნოველებში პერსონაჟებს წყვილებად გადავიღებთ ხუთ ლოკაციაზე. ერთი ნოველის (წყვილის ისტორიის) შემდეგ მეორეს გადავიღებთ და ასე შემდეგ. თითოეულ გადასაღებ მოედანზე მაქსიმუმ ორ მსახიობს გადავიღებთ. ჯგუფი ყველანაირად იზოლირებული იქნება ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, შესვლის წინ დეზინფექცია, გამოსვლისას – დეზინფექცია. გვეყოლება სარეზერვო ჯგუფები. https://primetime.ge/%E2%80%9Echemi-tsolis-daqalebi%E2%80%9C-karantinshi-gadadis/
#ჩცდ
#კორონავირუსი
#primetime
0