Zoom-ის პლატფორმა ხელმიუწვდომელია

0
ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმა Zoom, რომელიც კარანტინის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, გათიშულია. მომხმარებლები აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან იტყობინებიან, რომ ვიდეო-ზარების განხორციელება არ შეუძლიათ. კომპანია აცხადებს, რომ პრობლემები შეექმნა ვებინარების და შეხვედრების გამართვას, DownDetector კი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ რეგიონში აღმოჩენილ ხარვეზებს აჩვენებს — ჩეტის, დარეკვის და სხვა დამატებითი ფუნქციები ჩვეულებრივად მუშაობს, თუმცა აპლიკაციის მთავარი სერვისი ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, Zoom-ის დარი პლატფორმისთვის ამგვარი გათიშვა არცთუ სასიკეთოა, თუმცა ახლა — როცა იგი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილადაა ქცეული — ეს ხარვეზი კომპანიის პრესტიჟზეც აისახება. ტვიტერზე არაერთი ადამიანი წერს, რომ გათიშვის გამო ვერ მოახერხეს შეხვედრებსა და გაკვეთილებზე დასწრება.
©ON.GE
#technology
#tech
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0