3 votes
0 comments
0 shares
Save
1 დოლარის ღირებულება 3.62
43 views
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
#კრიზისი #კორონავირუსი #politics #news
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
Similar Posts
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
მეცნიერებმა დაადგინეს ტემპერატურა, რომელიც კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს
მეცნიერებმა დაადგინეს ტემპერატურა, რომელიც კორონავირუს, „კოვიდ 19“-ის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს. ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „კოვიდ 19“ ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე და თავის ძალას სიცხეში კარგავს. მეცნიერების დასკვნით, +4 გრადუსზე, კორონავირუსი ორ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ცოცხლობს, 70 გრადუსზე კი ხუთ წუთში კვდება. ელექტრონული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, „მედ-არ-ექსივ“-ის გვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის მიხედვით, +22 გრადუსზე „კოვიდ 19“ აქტივობას კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში ავლენს, +37 გრადუსზე – არაუმეტეს ორი დღისა, +56 გრადუსზე კი 30 წუთში კვდება. ასევე დადგინდა „კოვიდ 19“-ის სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა ზედაპირზე. სამედიცინო ნიღბის გარეთ, ოთახის ტემპერატურაზე და 65 პროცენტიანი ტენიანობის დროს, კორონავირუსი კვირაზე ნაკლებს ძლებს. „კოვიდ 19“ ქაღალდზე სამ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში რჩება, ხეზე და ქსოვილზე არაუმეტეს ორი დღისა, მინაზე ოთხ დღეზე ნაკლებს ძლებს, უჟანგავ ფოლადზე და პლასტმასზე კი არაუმეტეს ერთი კვირისა.#კორონავირუსი #news #events #politics #ახალიამბები
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა ამ ვირუსს, საქართველო ნელ ნელა შედის პანდემიის პიკში. #politics #news #კორონავირუსი #პანდემია
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაუდასტურა. „გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ“, - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების აუცილებლობას, როდესაც პუტინის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა შეხვედრის მონაწილეებს წინასწარ კორონავირუსზე ამოწმებენ. #politics #opinion #news #კორონავირუსი
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
რწმენა დაამარცხებს კორონას?
თუ კორონა ვირუსით ინფიცირებული ადამიანი ეკლესიაში მივიდა, არ აქვს მნიშვნელობა საერთო კოვზით ეზიარება თუ ერთჯერადით, ის მაინც დააინფიცირებს მთელ ტაძარს, Covid 19 ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, შეიძლება ინფიცირებულმა დააინფიციროს ლაპარაკითაც მის ახლოს მდგომი ადამიანი, მთლიანად საზოგადო თავშეყრის ადგილებს უნდა ავარიდოთ თავი და როგორც რომი მოიქცა სხვადასხვა ზომებს უნდა მივმართოთ. #politics #news #კორონავირუსი
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
სოლიდარობა იტალიაში
იტალია... დღეს... ქვედა მეზობელმა შეიტყო, რომ პატრონი საავადმყოფოში წაიყვანეს და ყოველდღე კვებას მის ძაღლს... ასეთი ადამიანებისთვის არ უნდა დავკარგოთ რწმენა!. ამ მსოფლიო გასაჭირმა ადამიანს ადამიანობა დაუბრუნა! #politics #news #opinion #photo #კორონავირუსი
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
ლოთერ ვილერი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში პლანეტის მოსახლეობის 60-70% კორონავირუსით დაავადდება.
გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა კორონავირუსის საფრთხის დონე გაზარდა. ამჟამად ინსტიტუტის მიერ კორონავირუსის საფრთხის დონე შეფასებულია როგორც „მაღალი“ „ზომიერის“ ნაცვლად. ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ლოთარ ვილერმა განაცხადა. „ჩვენ შევნიშნეთ, რომ კარგად აღჭურვილი კლინიკებიც კი ამჟამად პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, რომ შევწყვიტოთ ინფექციის ნებისმიერი შესაძლო ჯაჭვი“, – განაცხადა ვილერმა. მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინსტიტუტის მიერ აღრიცხულ რიცხვს. ამასთან, რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია შესაძლოა, ორ წელს გაგრძელდეს და ამავე დროს აღნიშნა, რომ ბევრი რამ ვაქცინის შემუშავების ვადებზეა დამოკიდებული. ლოთერ ვილერი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში პლანეტის მოსახლეობის 60-70% კორონავირუსით დაავადდება, გამოჯანმრთელდება და იმუნიტეტს გამოიმუშავებს, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზირება, რამდენად სწრაფად მოხდება ეს. #politics #news #პანდემია #კორონავირუსი #მსოფლიო #პოლიკა
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
გაერო-ს 20-ზე მეტი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
გაერო-ს 20-ზე მეტი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. მისი თქმით, გაერო-ს მაღალჩინოსნებიდან დაავადების დიაგნოზი მსოფლიოს სასურსათო საბჭოს ხელმძღვანელ დევიდ ბისლის დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თვითიზოლაციაში იმყოფება და სახლიდან მუშაობს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავრუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14 ათასს აჭარბებს. დაიღუპა 205 ადამიანი. ნიუ იორკში დაიღუპა 35 მოქალაქე. #politics #opinion #news #photo #კორონავირუსი
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
ბილ გეითსი: იზოლაციის დაცვის შემთხვევაში, ქვეყნები ჩვეულ რეჟიმს 6-10 კვირაში დაუბრუნდებიან
მსოფლიოში ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეითსი აცხადებს, რომ თუკი იზოლაციის ნორმები ზედმიწევნით იქნება დაცული, მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას შეძლებს და ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს 6-10 კვირაში დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს. „ჩინეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, კარანტინმა და იზოლაციამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთში ინფიცირების რიცხვი მნიშველოვნად არის შემცირებული. ჩემი აზრით, 6-10 კვირიანი კარანტინის შემთხვევაში, ქვეყნები ნორმალურ ცხოვრების რითმს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა ბილ გეითსმა. აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა ვირუსთან საბრძოლველად 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რომელიც კორონავირუსის გამოსავლენ ტესტების წარმოებაზე დაიხარჯება. #politics #opinion #news #კორონავირუსი
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად გადაიქცა
#news #politics #კორონავირუსი #კორონა #კოვიდ19 #კარანტინი
Nika Romanadze
Kobuleti · 3 months ago
ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, 55 წლის ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯონსონი ტვიტერზე ავრცელებს. "ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვარ, მაგრამ გავაგრძელებ მუშაობას ვიდეოკონფერენციების მეშვეობით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას", — წერს ბორის ჯონსონი ტვიტერის გვერდზე. #politics #opinion #news