ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, ჩემთვის საუბარი ნამდვილად მძიმეა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139789 შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულში გუშინ მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა. გომელაურის თქმით, მარნეული იქნება, თუ სხვა რომელიმე ტერიტორია, მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს. „ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა. მძიმეა ნამდვილად საუბარი. ადამიანებს, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ორ საათზე ადგნენ, ჩატვირთეს ეს კარვები, რათა რომ გაჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას, დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, დილით მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გავშალეთ, ბატონო მინისტრო, დავალაგეთ ყველაფერი, საწოლები 100 კაცზე, შემდეგ რაც მოხდა კი იცით, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ასეთი ადამიანი, მარნეული იქნება, თბილისი, თელავი, ზუგდიდი, თუ ბათუმი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შსს-ს თანამშრომელი, თავდაცვის, ექიმი, თუ უსაფრთხოების სამსახურის, ყველა უმაღლესი სიმკაცრით დაისჯება“ , - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. პოლიციამ მარნეულში წინააღმდეგობის გაწევისთვის ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში.
0