ჩაის გზა საქართველოში

0
მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ჩაიზე მოთხოვნა გაიზარდა, მეფის რუსეთში დაიწყო ახალი ადგილების კვლევა პლანტაციების გასაშენებლად. ამაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პირი კი იყო რუსი ვაჭარი კონსტანტინე პოპოვი, რომელმაც ჩინეთიდან ჩამოიყვანა 10 ახალგაზრდა, აქედან ერთი მალევე უკან დაბრუნებულა ხოლო 8 ბათუმში მალარიით გარდაიცვალა. გადარჩენილი ახალგაზრდა კი მდიდარი ჩინელის ოჯახიდან იყო. 23 წლის ლაო ჯინ ჯაო. ლაო განათლებული ახაგაზრდა იყო და საქმესაც კარგად გაუძღვა. 1893 წელს დაიწყო საქმიანობა და უკვე 7 წელში ქართული ჩაი ევროპაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჩაქვში იქნა პირველი მეურნეობა გაშენებული. ამას მოჰყვა კაპრეშუმი და ეტაპობრივად იზრდებოდა ტერიტორიები. ფოტოზე გამოსახულია ბერძენი ჩაის მკრეფავები და ახალგაზრდა ლაო ჯინ ჯაო.
#გააჟღერე
Feedc
#აჭარა
#guide
#ჩაი
#ისტორია
#კულინარია
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#ბიზნესი
#მოგზაურობა
0