როგორ შევინარჩუნოთ რუჯი?

0
მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას დასაბანი საშუალებების განხილვით დავიწყებ. მზის აბაზანების შემდეგ, კანი ღიზიანდება, თავს იჩენს სიწითლეები, დისკომფორტი და ქავილის შეგრძნება. სწორედ ამიტომ, მაღალი PH ბალანსის მქონე საპნებით აღარ უნდა დავიზიანოთ დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ზეთოვანი, ან კრემოვანი ტანის დასაბანი საშუალებები. ისინი არ გააღიზიანებენ და არ გამოაშრობენ უფრო მეტად სხეულს.

რეკომენდაციები პროდუქვიები

Coconut Milky Oil Shower

ქოქოსის დასაბანი საშუალება რძისებრი მასიდან ზეთოვანად გადაიქცევა. ნაზად წმენდს კანს, მასში შემავალი ქოქოსის რძე და ნატურალური ინგრედიენტები კი არ აზიანებენ კანს და ნაზად აშორებენ ჭუჭყს.

Almond Shower Oil

ნუშის და ყურძნის წიპწის ექსტრაქტზე დამზადებული ეს ლოქსიტანის დასაბანი ზეთი კი საოცრად ნაზად ქაფდება და ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან. შეიცავს ომეგა 6 და 9 ვიტამინებს და ნაზად მოქმედებს გაღიზიანებულ, გამომშრალ კანზე.

TriXera Nutrition Cleanser

ვინც ზეთოვან გამწმენდებს და მძაფრ არომატებს ვერ ეგუება, მათთვის შესანიშნავი არჩევანია ავენის ტრიქსერა. ჰიპოალერგიული დასაბანი გელი ნაზად ასუფთავებს კანის ზედაპირს, აღადგენს კანის ლიპიდურ ბალანსს გლიცერინის და სორბიტოლის საშუალებით. არ შეიცავს საპონს და არ აშრობს კანს. _____________________________________ არ უნდა დაგვავიწყდეს და აუცილებლად მივიღოთ წყალი. (რეკომენდებული ნორმა 1კგ-ზე 0.03ლ წყალი. მაგალითად თუ ჩემი წონა 49 კგ-ია დღეში მინიმუმ 1.47 ლიტრი წყალი უნდა დავლიო) მთავარია რუჯის შემდგომ კანის ტემპერატურა დავარეგულიროთ. _____________________________________
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ✓ ნორმალური ტემპერატურა 31 გრადუს ცელსიუსია, რაც ჩვენი სხეულის ტემპერატურაზე დაბალია. ყოველი 1 გრადუსის მატებით ჩვენი კანი 10%-ით მეტ სებუმს (კანის ცხიმს) გამოყოფს. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი ხნის მზის აბანაზანების შემდგომ, კანის ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, რაც შედგომში კანის გამოშრობასა და ფოტო-დაბერების პროცესს იწვევს. ამიტომ ყოველთვის, ყოველთვის დაიტენიანეთ კანი.
საკვები ზეთები, რომელიც მასმარკეტზე ძალიან მოთხოვნადი და გაყიდვადია, საკმარისად ვერ დაატენიანებს გამომშრალ კანს, რადგან მათი მოლეკულები საკამოდ დიდი ზომისაა და კანში ღრმად ვერ აღწევს. არ გირჩევთ კანის დასატენიანებლად ქოქოსის, შიის ან კაკაოს საკვები ცხიმის გამოყენებას. მითუმეტეს, თუ თქვენ ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, ზემოთ აღნიშნული პროდუქტები ძალიან კომედოგენურია და შეიძლება ფორების დახშობა და გამონაყარი გამოიწვიოს. კანის სიღრმისეულად დასატენიანებლად სჯობს ტანის კრემები, ლოსიონები ან გელები გამოიყენოთ. მაგალითად ალოეს გელი, რომელიც უმჯობესია მაცივარში შეინახოთ. ალოე ამშვიდებს სიწითლეს და გაღიზიანებას, ეხმარება კანის ტემპერატურას დაწევაში. ასევე ხელს უშლის ორგანიზმიდან ტრანს ეპიდერმული წყლის კარგვას.

Isntree Aloe Soothing Gel Moisture

იზნთრის ალოეს გელს ძალიან მსუბუქი ტექსტურა აქვს და საკმარისად დიდხანს ატენიანებს კანს. კალიფორნიული ალოე კი მისი შემადგენლობის 50%-ს შეადგენს.
და ბოლოს, ყველაზე მოსახერხებელი და კანისთვის ყველაზე აუცილებელი ელემენტი, ჰიალურონის მჟავა, რომელიც კანში აკავებს ტენს, ხელს უწყობს ელატინისა და კოლაგენის სინთეზსს.

Hyaluronic Body Mist-5 oz

ჰიალურონის მჟავის ეს მისტი გასაოცრად უმკლავდება გაუწყლოებულ კანს და თუ თქვენი კანი ნორმალური და ცხიმიანისკენ მიდრეკილია, ამ მისტით შვებას იგრძნობთ.
წყარო: Regarder
#რუჯი
#რუჯისშენარჩუნება
#ზაფხული
#კანისმოვლა
#კანისდატენიანება
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები
0