ისრაელელმა არქეოლოგებმა ისლამური მონეტების დიდი საგანძური აღმოაჩინეს

0
ადრეული ისლამური ოქროს მონეტები ქალაქ იავნესთან ახლოს აღმოაჩინეს. კოლექცია 425 მონეტას შეადგენს და ისინი ძალიან ძველი დროისაა. განძი, რომელიც ახალგაზრდა მოხალისეებმა აღმოაჩინეს ბოლოდროინდელი გათხრებისას, 1, 100 წლის წინანდელია და აბასიდის პერიოდით თარიღდება. ექსპერტების შეფასებით, აღმოჩენილი მონეტები ძალიან იშვიათია და ამასთან, ძვირფასიც. მონეტების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი საგანძური გვიანდელ მე-9 საუკუნეს მიეკუთვნება. ისინი ოქროს ხანის პერიოდიდანაა, როდესაც ქვეყანა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას აკონტროლებდა. არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენა მათ საშუალებას მისცემს იმ პერიოდზე უფრო მეტი გაიგონ, რომლის შესახებაც დღეს ბევრი არაფერი იციან. წყარო: Fox News #headline
0