1936 წელს გამომცემელმა კონდე მონტროსე ნასტმა(Condé Nast ის საგამომცემლო სახლის დამფუძვნებელი) თავისთვის საკმაოდ უჩვეულო როლი მოირგო, ის გახდა “ცოლი მდივნის წინააღმდეგ” ფილმის კონსულტანტი.
საქმე იმაში იყო, რომ ფილმის მთავარი გმირი სწორედ მოდის ჟურნალების ამბიციური გამომცემი გახლდათ, და სიუჟეტი ვითარდება მისი მდიდრული და საუცხოო ცხოვრების ირგვლივ.
მისია იყო გაერკვია კინემატოგრაფისტები თუ როგორი ცხოვრობა აქვს დიდებულ გამომცემელს. კონდე ნასტი, იყო ნიუ იორკის მაღალი წრის ნათელი მაგალითი, ლეგენდარული წვეულებები, შესაშური სამეგობრო წრე, სიმდიდრე და ფუფუნება, ასოცირდებოდა ამ სახელთან.
მისი კურატორობით, ფილმის დეკორაციები მაქსიმალურად დამაჯერებლად იყო აგებული, და თითქმის ასახავდა ვოგის გამომცემლის საკუთარ სახლს.
თვითონ ფილმი მოგვითხრობს წარმატებული და მიზანდასახული ბიზნესმენის ცხოვრებაზე, მის მშვენიერ ცოლზე, და საზოგადოებრივ სტერეოტიპებზე, რომელთა მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ურთიერთობა.
მოკლედ, იდეალური ცხოვრება, იდეალური ოჯახით, იდეალური კარიერით და იდეალური დრამებით ამ იდეალურ ყოფაში. ამერიკული კომედია-მელოდრამა 30-იანების ჰოლივუდის საუკეთესო სტილში.
პ.ს. ამ ფილმის სახელწოდება “Wife Vs. secretary” მიიღო Gucci-ს ტუჩსაცხების ერთ-ერთმა ფერმა. ის შთაგონებული იყო ალესანდრო მიკელეს სიყვარულით ძველი ფილმების მიმართ 💕
#მოდა
#კოსტიუმები
#სტილი
#ფილმი
#კინო
#ჰოლივუდი
#ფაქტები
Tbilisi