თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს
153 Views
Headline
Tbilisi · 6 months ago

"თიბისი შენთვის" — თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის.

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა — "თიბისი შენთვის", სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.

#news #covi19 #Tbc #headline
Headline
Tbilisi · 6 months ago
3
Write a comment