საქართველოში კორონავირუსი 10-მა პაციენტმა დაამარცხა

0
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. „ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#გამოჯანმრთელებული
#მარინაეზუგბაია
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0