საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო სამი ინფიცირების ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება. მისივე თქმით, 2 შემთხვევა უკავშირდება ამერიკას, ერთი კი საფრანგეთს. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. ცნობისთვის, 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#დარაჩისახლში
#tbilisidaily
0