ლისი ტბაზე და კუს ტბაზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად — სუბარი

0
პრემიერის მრჩეველი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკლესიების "აბსოლუტურ უმრავლესობაში" მრევლი დისტანციას იცავდა. სუბარმა აღნიშნა ისიც, რომ გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება, შეიქმნას ლისი ტბაზე და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, სადაც "გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული". "ქვემო ქართლში, პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია. მოუწოდებენ მორწმუნეებს, რომ მათ ლოცვები შეასრულონ სახლში. ეკლესიებში დიდი მარხვაა და მორწმუნეები დიდი რაოდენობით მიდიან. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები, მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს დილიდანვე ვუკავშირდებოდი რა ხდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიებში იყო დაცული დისტანცია, უმრავლეს შემთხვევებში ადამიანები იდგნენ გარეთ. იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვევები. ის რომ კონკრეტულად მორწმუნეები არღვევენ (უსაფრთხოების ზომებს) ეს ასე არ არის", — განაცხადა სოზარ სუბარმა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#politics
#Feedc
#coronavirus
#covid19
0