რატომ არ არიან ორსულები კორონავირუსით ინფიცირების რისკჯგუფში

0
https://primetime.ge/ratom-ar-arian-orsulebi-koronavirusit-infitsirebis-riskjgufshi/ „მსოფლიოს დაავადებათა კონტროლის ცენტრებში მიმდინარეობს საკმაოდ დიდი დისკუსია იმის შესახებ, ჩაითვალოს თუ არა ორსული ქალები მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში“, - ამის შესახებ ექიმი-გინეკოლოგი, ნატალია ხონელიძე საუბრობს. როგროც მან „იმედის დილასთან“ საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, ითვლებიან თუ არა ორსულები მაღალი რისკის პაციენტებად. რისკის ჯგუფად ორსულები მხოლოდ ინგლისში ითვლებიან. „მოგეხსენაბათ, რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან პაციენტები 70 წლის ზევით, მძიმე ქრონიკული დაავადებები და მესამე ჯგუფში, ინგლისის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორსული ქალებიც ჩათვალა. ეს გულისხმობს მათი 12 კვირით იზოლაციას, რათა დავიცვათ ორსული ქალები ამ სიშიში ინფექციისგან. 12 კვირით თვითიზოლაცია არ ნიშნავს, რომ გარეთ თავი არ გამოყო, ექიმთან კონსუკლტაციაზე არ მიხვიდე და საერთოდ ადამიანებს არ ეკონტაქტო – პირიქით. მათ შეუძლიათ მიიღონ ონლაინ კონსულტაცია. წარმოიდგინეთ, ყოველწლიურად 130 მლნ ქალი მშობიარობს. მათ გარკვეული კავშირი აქვთ თავიანთ მედდებთან, მეან-გინეკოლოგებთან, თავიანთ ექიმებთან და ვიზიტებს გეგმავენ“, – განაცხადა გინეკოლოგმა. მისივე თქმით, თუ რამე დისკომფორტს გრძნობს ორსული, უნდა დაუკავშირდეს ექიმს და ის სწორი რჩევის შედეგად კლინიკაში მოხვდება, ან მას ადგილზე გაეწევა დახმარება. „12-კვირიანი იზოლაცია ეხება ორსულობას ნებისმიერ ვადაზე და საუბარია ინგლისზე. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე დააანონსა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ორსულ ქალში განსაკუთრებული თავისებურებით მიმდინარეობს კორონავირუსის განვითარება და განსაკუთრებით მაღალი რისკის პაციენტებს მიეკუთვნებიან. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორსულები განსაკუთრებული მაღალი რისკის ჯგუფებში არ შეიყვანა“, – განაცხადა ნატალია ხონელიძემ. !!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ: 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი. საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
0