ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია! – როდის გაეწერება საავადმყოფოდან ამირან გამყრელიძის შ

0
არის თუ არა ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის, – ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. „ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურადაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება. კლინიკურად კარგად არის, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ენდელაძე. ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დადასტურების შემდეგ 7 მარტს გადაიყვანეს. მანამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება. https://primetime.ge/nika-gamkrelidze-klinikurad-gamojanmrtelebulia-rodis-gaetsereba-saavadmkofodan-amiran-gamkrelidzis-shvili/
#nikolozgamyrelidze
#coronavirus
#covid19
#primetime
0