გიორგი კეკელიძე - ბედნიერების აუცილებლობა

0
ასე ვართ - ჩახუტუნებულები. 42 წელია. ავთო სესაძე და ციური სარალიძე ვართ. ჩუნჩხაში ვცხოვრობთ. ჩახუტუნებულობა მარტო მოფერება კი ვერ არის - ერთმანეთს ოფლს ვუზიარებთ. ცხოვრება ასეთია. სხვა ეხლა რა ვქნათ. ვერაფერი. და აუცილებლად ბედნიერები ვართ. დილით რომ თენდება, მზე რომ იზმორება და ადგომა ეზარება, ჩვენ ვდგებით და ვშრომობთ. ეს შრომა ადვილი კი არ არის, მაგრამ შენ შრომა უნდა ფიქრში გადააკეთო და ფიქრში თქვა, რომ ადვილია. ფიქრში რასაც იტყვი, ადამიანიც ეგ არის. ხელი რომ გაგეჭრება, ხელი, ეგეც უნდა გამოიგონო და თქვა: აი, მეტკინა და რა კარგია, რომ მეტკინა. მეტკინა და ცოცხალი ვარ! უნდა იყვე ბედნიერი, რა ვქნათ! სიცოცხლე არის ბედნიერება, თვითონ სიცოცხლე. აპა, წარმოიდგინე, რომ სულ არ გაჩნდი, ეგ სჯობია? არა სჯობია! სიკვდილი რა არი? სიკვდილი არაფერია ჩვენი აზრით. დაწვები, დაიძინავ და აღარ ხარ! იქით თუ არი რამე? არსებობს რაღაცა ალბათ, აბა ჩვენ რა ვიცით ჩუნჩხაში იქაური ამბები, დიდად არ გვენაღვლება სიყვარული იცი რა არის? ზურგით რომ ზიხარ და ერთამენთსა ხედავ. ეგ არის სიყვარული. ვრცლად :
#სოფლებიდაადამიანები
#გზებზე
#mobiphotography
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
#ხელოვნება
#მოგზაურობა
0