მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშავო" - პაატა იმნაძე

0
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში რე­კო­მენ­და­ცი­აა, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლში დარ­ჩნენ. ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პა­ა­ტა იმ­ნა­ძე კი­თხვას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი ხან­დაზ­მულ და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბას სთხო­ვენ. "აქ ორგვა­რია მიდ­გო­მა. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ჩი­ნეთ­ში პენ­სი­ო­ნე­რი ექი­მე­ბი დაბ­რუნ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­ში, რომ ემ­სა­ხუ­რათ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის­თვის. რე­კო­მენ­და­ცია ყვე­ლას ეხე­ბა ერ­თნა­ი­რად, გინ­და ექი­მი იყოს ის და გინ­და სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი. 65 წელს ზე­მოთ ვინც არის, მაქ­სი­მა­ლუ­რად სახ­ლში უნდა დარ­ჩნენ და არ გა­მო­ვიდ­ნენ გა­რეთ! მე 65 წელ­ზე მე­ტის ვარ, მაგ­რამ სახ­ლში ვერ დავ­რჩე­ბი და უნდა ვი­მუ­შა­ვო“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.
#პაატაიმნაძე
#დაავადებათაკონტროლისცენტრი
0