რატომ Feedc-ი?

0
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასულს ერთი მოხუცი ბებო შემომაჩერდა. კაი ხანი მათვალიერა, ბოლოს კი მკითხა, -შენ ის არ ხარ კორონას გარეშე ცხოვრება რო გქონდა აღწერილიო? ჩამეცინა. კი-მეთქი, ვუპასუხე. - ძალიან მომეწონა და ჩემს შვილიშვილს ფეისბუ'კ'ზე გავაზიარებინეო ❤️

___________________________________

ერთ-ერთ მარკეტში პროდუქტის გატარების დროს მოლარე მეუბნება, - ჩემმა შვილმა შენი მოგების ამბავი რომ გაიგო საუკუნეა არ ჩამხუტებია და მოულოდნელად კიღამ მხარი მომწყვიტაო.❤️ ______________________________________________ ერთი უსაყვარლესი ქალბატონი თბილი ღიმილით მეუბნება, - ჩემი რძალი გიჟდება შენზე, ძალიან უყვარხარო. გუშინ "დიდ სცენაზე" გოგო რომ გამოვიდა, მემე ერქვა მგონი, ასე მითხრა ანის ბლოგში წავიკითხე ამ გოგოზე და როგორ მომეწონაო. შენ რომ მოიგე ყველა გაგვახარეო. ❤️

____________________________________

ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ სითბოსა და სიყვარულის, რომელიც Feedc Grant-ის შემდეგ ყოველდღიურად მმუხტავს!
აქამდეც, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა Feedc-ი ჩემი დღის განსაკუთრებული ნაწილია. ბევრგან მქონია ბლოგი, მაგრამ ასე კომფორტულად არსად არ ვყოფილვარ და ამ ემოციების შემხედვარე ჩემი მეგობრებიც ნელ-ნელა ხდებიან fიდსელები. წერენ და აქვეყნებენ ბლოგებს აქ, ჩვენთან. რომ ვბობ, ყველაზე მოსახერხებელი პლათფორმაა, რომელსაც თუ მოინდომებთ ალღოს ძალიან მალე აუღებთ-მეთქი - არ ვიტყუები, ნამდვილად ასეა. თითქმის ყოველ კვირა რაღაც იცვლება. ვითარდება. უკეთესი ხდება და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანიც კი. Facebook-ზე ჩემი მეგობრების აქტიურობას ვხედავ და მიხარია. უმეტესი მათგანი ჟურნალისტიკაზე სწავლობს და მეტიც, უკვე მიმართულებასც აქვს არჩეული. ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ "კორონასემესტრს" აქ Feedc-ზე ატარებდნე. Feedc-ის გამოჩენამ ძალინ ბევრი შესაძლებლობის რეალიზების უნარი მოგვცა. ის ხომ ისედაც პროგრესთან, თავდაუზოგავ შრომასთან, რაღაც ქართულთან და კარგთან ასოცირდება. ადამიანები კარგს ირჩევენ, ეს ასეა.შენ თუ ამას კითხულობ, მე გირჩევ რომ ჩამოტვირთო Fიდსის უნიკალური აპლიკაცია ( / ) და გაიგო ან თვითონ შენ გააგებინო მეტი მსოფლიოს ყოველ წერტილს.

რატომ Feedc-ი?

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. 1. ლოკაციებზე დაფუძნებული მედიაპლათფორმაა, რომელიც ახალი და საინტერესო ფაქტების ვაკუუმში მოგაქცევთ. 2. პლათფორმა, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ამ ეტაპზე, განახლებულ აპლიკაციაში უკვე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი არხის პირდაპირი ეთერი გადაახვიოთ და არ ჩამორჩეთ მოვლენებს.. 3. პოსტის დაწერა ძალიან მარტივია. დაიხვეწა სათაურების ველი. 4.დაემატა გამოკითხვის ფუნქცია (Poll Question), რომელიც საშუალებას გვაძლევს ბლოგი უფრო ინტერაქტიული გავხადოთ. 5.ბოლო პერიოდის ცვლილებებიდან გამოვყოფდი მოწონების გასაჯაროებას, რომელიც წყაროს სანდოობაში დარწმუნებას და სრულ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს 6. Feedc-ზე შესაძლებელია ვისარგებლოთ პირდაპირო ეთერის ფუნქციითაც. მე მოკლედ შევეცადე გამომეყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომელიც ბლოგის წერას ისევე მიმარტივებს, როგორც არსებულის წაკითხვას, ფილმების Feedc-დან ყურებას, ლაივების ჩართვას და ა.შ. _________________________________________ სრულ რეკომენდაციას ვუწევ პლათფორმა Feedc-ს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოტვირთვას და ავტორიზაციის გავლას არ ინანებთ თუ, რა თქმა უნდა, აქტიური ბლოგერობით დააგვირგვინებთ.
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
#feedcgrant
#feedc
#downloadfeedc
0