განკურნების ახალი მეთოდი ნაპოვნია?! – გამოჯანმრთელებულის სისხლი ინფიცირებულის სამკურნალოდ

0
კორონავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდი შესაძლოა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდეს. უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტისგან, მას შემდეგ, რაც დამატებით გაივლის 2-კვირიან თვითიზოლაციის პროცესს, აიღებენ სისხლს, რომლელიც შესაძლოა განკურნებაში დაეხმაროს სხვა ინფიცირებულებს. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის, სადაც დაინფიცირბეული და შესაბამისად გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია (ჩინეთი, იტალია, აშშ და სხვ). „გამოჯანმრთელებულ ადამიანს აქვს ე.წ მახსოვრობის იმუნიტეტი, რომელიც ორგანიზმა გამოიმუშავა გამოჯანმრთელების შემდეგ ამ ვირუსის მიმართ. სწორედ სისხლის პლაზმაში ცირკულირებს ეს ანტისხეულები, რომლებიც შეიძლება უკვე დაავადებულ ადამიანს გამოადგეს“, – ამბობს ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი. რა არის პლაზმა? სისხლი, როგორც ერთი მთლიანობა შედგება პლაზმისგან, სადაც არის შეწონილი ფორმიანი ელემენტები – ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და სხვ. როდესაც სისხლს მოსცილდება შეწონილი ელემენტები, რჩება პლაზმა. უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის მიერ დაავადებულისთვის სისხლის პლაზმის გაღება შესაძლოა იყოს ვირუსისგან განკურნების ეფექტური მეთოდი. https://primetime.ge/gankurnebis-akhali-metodi-napovnia-gamojanmrtelebulis-siskhli-infitsirebulis-samkurnalod/
0