მოგესალმებით მეგობრებო,
აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ხვიჩა მებონიას, ინტელექტრენერს და სამოტივაციო სპიკერს, ააიპ "პიროვნული განვითარების ცენტრის" დამფუძნებელს და დირექტორს, ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის.
1. თქვენი დღევანდელი სამსახური ბავშვობის ოცნება იყო?
მოგესალმებით. არა, ბავშვობაში კოსმონავტობაზე ვოცნებობდი... კოსმონავტი ვერ გავხდი კლასიკური გაგებით მაგრამ კოსმოსში აუცლებლად ვიმოგზაურებ, თუნდაც ტურისტის როლში.
2. რა არის თქვენთვის ცხოვრების მთავარი მიზანი?
ვიყო ბედნიერი და გავუზიარო ბედნიერების ენერგია რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
თითოეული ჩვენთაგანი მოდის ამქვეყნად გარკვეული მისიით, დანიშნულებით, ჩვენ გვეძლევა სიცოცხლე იმ პირობით, რომ ვიპოვოთ ის ინდივიდუალურობა, ის ტალანტები და გენიალურობა, რომლითაც უნდა მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება ამ სიცოცხლის განმავლობაში.
3. თქვენს თითქმის ყველა Facebook პოსტის ბოლოს წერია "შევხვდებით მწვერვალზე". გაგვიზიარეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები თქვენთვის.
– მოვედი
– გისმენ
– სულ ის ღამე მახსოვს. მე რომ სწორი გადაწყვეტილება მიმეღო შეიძლებოდა გადარჩენილიყავი.
– შენ რა, ღმერთად ხომ არ წარმოგიდგენია შენი თავი?
– ეს რა შუაშია?
– შენის აზრით იმდენი ხელგეწიფება, რომ შენს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული ვიცოცხლებდი თუ არა?
– კი მაგრამ ხომ…
– არავითარი მაგრამ. შენ არაფერ შუაში ხარ. მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო, ხვიჩა. შენი გადასაწყვეტი არ იყო ვიცოცხლებდი თუ არა. როგორ ფიქრობ სხვანაირად რომ ყოფილიყო საჭირო, უფალს გაუჭირდებოდა შენი «დარწმუნება»? ამოიგდე ეგ აზრები თავიდან და ნუ მიყურებ შეშინებული, დამნაშავე ბავშვივით… შენ ყველაფერი გაკეთე რაც შეგეძლო!
და საერთოდ, რა გჭირს, რატომ ხარ რაღაცნაირად მუდამ მორიდებულივით თითქოს მთელი სამყაროს ვალი გაწევსო კისერზე/
– მე არ ვარ მორიდებული . ასე მხოლოდ შენთან ყოფნის დროს ვჩანვარ...
– რატომ?
– ალბათ შენი ძალა და ავტორიტეტი მთრგუნავს.
პაუზა…
– როგორ გგონია, ისინი ვინმესთვის საზიანოდ ქცეულა?
– არა… მგონი პირიქით. შენ უამრავი ადამიანისთვის გაგიწვდენია დახმარების ხელი. რამდენადაც ვიცი ზოგიერთი სიცოცხლესაც კი უნდა გიმადლოდეს.
– მართალია... და თუ ადამიანებისთვის ამდენი სიკეთე მოუტანია ჩემს ძალას და ავტორიტეტს, შენ რატომ გრთგუნავს? პირიქით - უნდა გიხაროდეს და გეიმედებოდეს.
– დიახ, მე მიხარია და მეიმედება, სანამ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ….
– მაგრამ, რა?
– მაგრამ…. ყოველთვის ხომ არ იქნები?
– მე დღეს შენთან ვარ, შენს გვერდით და მზად ვარ ყოველთვის მხარი დაგიჭირო და საჭიროების შემთხვევაში დაგიცვა. მაგრამ როცა მოვა დრო და მე აღარ ვიქნები ფიზიკურად შენს გვერდით, მაშინ დარჩება ჩემი ენერგია და ჩემს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები. სწორედ ისინი იქნებიან შენი მხარდამჭერებიც, დამცველებიც და ორიენტირებიც.
დაიმახსოვრე, ყველაფერს რასაც სხვებისთვის ვაკეთებ, სინამდვილეში ვაკეთებ შენთვის. ეს ყველაფერი იქნება ის საძირკველი რომელზეც შენ უნდა ააშენო შენი ცხოვრების ციხესიმაგრე, შენი ცხოვრების სასახლე. შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ღმერთმა ყველაფერ საუკეთესოს, რაც მე და დედაშენს გვქონდა შენში მოუყარა თავი და ბონუსად განსაკუთთრებული, ორიგინალური შტრიხები დაგამატა.
გაიმართე წელში, თამამად გაუსწორე თვალი ცხოვრებას. შენ მბრძანებელი ხარ, საკუთარი თავის, ცხოვრების მბრძანებელი. წინ გასწი, ნუ შეგაშინებს დაბრკოლებები. უშიშრად იარე მწვერვალებისკენ! შენ ახვალ იქ და მწვერვალებიც მიგიღებენ სიყვარულით. შენ შეძლებ ამას.
ჩვენ ერთად შევძლებთ ამას. ჩვენ შევხვდებით მწვერვალზე!
ეს შეხვედრა და დიალოგი მამაჩემთან 8 წლის წინ, ჩემი წინა და ახლანდელი ცხოვრების გასაყარზე შედგა.
4. თქვენ საკმაოდ დიდი გზა გამოარეთ, რათ წარმატებისთვის მიგეღწიათ. რა იყო თქვენი მთავარი თვისება, რაც მოდუნების საშუალებას არ გაძლევდათ?
დიდი ხნის განმავლობაში ვთვლიდი რომ ვიყავი წარმატებული ადამიანი... 36 წლის ასაკში მოხდა ჩემს ცხოვრებაში ერთ ერთი უდიდესი ტრაგედია, რომელმაც 4 წლიანი შინაგანი ბრძოლების შემდეგ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. 40 წლისა თითქოს თავიდან დავიბადე და დაიწყო ახალი მიზნებით ახალი მიღწევებისკენ დაჟინებული სვლა...
8 წლის განმავლობაში შექმნილი უამრავი საგანმანათლებლო პროექტი: საავტორო საიტი სადაც დღეისთვის 200–ზე მეტი სტატია, იგავი, ისტორია, სავარჯიშოები და ტესტებია პიროვნული განვითრების თემაზე. ორი საკუთარი და 4 ნათარგმნი წიგნი, 100 ზე მეტი ჩატარებული ტრენინგი და სემინარი, 8 საავტორო ონლაინ პროგრამა და 8 საავტორო ცოცხალი ტრენინგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ასეულობით მადლიერების წერილი...
მაგრამ ბოლოს გააზრება იმისა რომ ვერ იქნები წარმატებული რაც არ უნდა გააკეთო თუ იმ საზოგადოებაში სადაც შენ ცხოვრობ არიან ადამიანები რომლებიც შიმშილობენ, არიან ადამიანები რომლებიც განწირულნი არიან სიკვდილისთვის მხოლოდ იმიტომ რომ სამკურნალოდ საჭირო თანხები არ აქვთ. არიან მშიერი მიუსაფარი ბავშვები და უპატრონო, უმწეო მოხუცები...
წარმატება არ არის ინდივიდუალური მიღწევა, წარმატება არ არის რაიმე დანიშნულების წერტილი, ის უბრალოდ ადამიანების მიერ მოგონილი ტერმინია საკუთრი ეგოს ამბიციების დასაკმაყოფილებლად... კაცობრიობა მთლი თავისი ისტორიის განმავლობაში გადარჩენისთვის იბრძოდა. როცა მეტნაკლებად დალაგდა მსოფლიო და ადამიანებმა შეძლეს პირველადი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ამ მხრრივ თავი უსაფრთხოდ იგრძნეს, დაიწყო უკეთესი სახლის, უკეთესი მანქანის, უკეთესი სამსახურისთვისვის ბრძოლა... კაცობრიობა ჩაება დოღში ერთმანენეთზე მეტის ქონის და მიღწევის სურვილით და მოიგონეს ტერმინი წარმატება... არადა რაც არ უნდა წარგემატოს, ნულია ყველაფრის ფასი თუ კი შენს გვერდით თუნდაც ერთი ბავშვი მოკვდება იმის გამო რომ საჭმელი ან მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ ჰქონდა....
ადრე მეც ვიყავი ამ დოღში ჩაბმული და ჩემი ამპარტავნება იყო ჩემი ლოკომოტოვი, მაგრამ ახლა ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა, ჩემი შთაგონების წყარო არის გაცნობიერება იმისა რომ წარმატების და ბედნიერების საზომი არის ის სარგებელი რომელიც შენი ამ ქვეყნად მოვლინების შემდეგ შენი საქმინობით მიიღეს ადამინებმა, იმ საზოგადოებამ რომელშიც შენ ცხოვრობ და მხოლოდ მაშინ გაქვს რეალური შანსი შეცვალო სამყარო უკეთსობისკენ თუ შენი მიზანი ბევრად უფრო მეტია ვიდრე თვითონ შენ და შენი ეგოს მოთხოვნები.
5. თქვენ ძალიან წარმატებული ბრძანდებით, გაგვიზიარეთ თვენი „წარმატების ფორმულა“
მოიხსენი ნიღაბი და შეეშვი ადამიანებისთვის თავის ისეთად მოჩვენებად როგორებადაც მათ უნდათ რომ დაგინახონ – იყავი ის ვინც ხარ! იყავი მადლიერი ყველაფრისთვის რაც შენს ცხოვრებაშია და გჯეროდეს რომ შენ ბედნიერებისთვის ხარ გაჩენილი.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საინტერესო ინტერვიუსთვის.
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები