9 დღის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ორი კრიტიკული პაციენტი იმყოფება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ამ ეტაპზე ინფიცირებულ პაციენტების მდგომაროება რ გაზრდილა. რაც შეეხება 62 წლის პაციენტს, იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ისიც გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მან 9 დღის ახალშობილზეც ისაუბრა, რომელიც მარნეულიდან გადმოიყვანეს. „რაც შეეხება 9 დღის ჩვილს, მისი მდგომარეობაც არ შეცვლილა და კვლავ კრიტიკული რჩება. ახალშობილის ტესტის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ახალშობილის დედას ვირუსი ჯერ არ დადასტურებია“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა. დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან 9 დღის ჩვილი გადმოიყვანეს. https://primetime.ge/9-dghis-bavshvis-mdgomareoba-kritikulia-levan-ratiani/
0