კახა კალაძე ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს

0
კახა კალაძეს „მთავარმა არხმა“ ჰკითხა, ასეთ ვითარებაში რატომ გამოცხადდა ტენდერი ჭავჭავაძის გამზირისთვის, სადგამი სკამების შესაძენად. მაშინ, როდესაც ოპოზიციის განცხადებით, ერთი სკამის ღირებულება დაახლოებით 8 500 ლარი იქნება. კალაძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ კითხვები მიხეილ სააკაშვილისთვის დაესვათ - რაში სჭირდებოდა, პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა, რომელსაც ასეული მილიონი დაახარჯა. მან ასევე აღნიშნა, რომ, ეს არის სხვაობა მათ შორის და ამ ყველაფერს ხალხისთვის აკეთებენ. „ზოგადად, როდესაც თქვენ სუბრობთ ძვირადღირებულზე, თქვენ, პარტიას, არ გაქვთ უფლება ამაზე ისაუბროთ. ეს კითხვა შეიძლება დასვას ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანმა - თუ რატომ? და მათ ჩვენ ავუხსნით, მაგარამ თქვენ არ გაქვთ უფლება, დასვათ ეს შეკითხვები. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჭავჭავაძის გამზირზე, საუბარია საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე, რომელიც უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაემ: მე, თქვენ, ახალგაზრდებმა. თუ საჭიროა, ეგეც უნდა გადავიხადოთ. კითხვები დაუსვით მიხეილ სააკაშვილს, რაში სჭირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს აშენებდა, ასეული მილიონი რომ დახარჯა! აი, ეს არის სხვაობა. ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და რა ხდებოდა წარსულში, ყველას კარგად მოგვეხსენება. თუმცა, ახლა ამის დრო არ არის. დღეს ვართ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, რომ რაღაც პოლიტიკურ პოლემიკაში შევიდეთ. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ვზრუნავთ ხალხზე, ვზრუნავთ საზოგადოებაზე. აღარ გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გამოვალთ ამ უმძიმესი ბრძოლიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
#კახაკალაძე
#ჭავჭავაძისგამზირი
#პრეზიდენტისსასახლე
#დასადგამისკამები
#tbilisidaily
0