კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირის მდგომარეობა დამძიმდა, ამ ეტაპზე ორი კრიტიკული პაციენტი გვყავს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139888 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 11 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, იცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. ასევე, 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეასნიმაციულ განყოფილებაში პაციენტი სუნთქვის უკმარისობის გამო, მწვავე რესპირატორიული უკმარისობის გამო გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ანუ, ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, ათი კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“ , - განაცხადა ლევან რატიანმა.
0