1000 სწრაფი ტესტი მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139906 1000 სწრაფი ტესტი მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიცტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ტესტები გაკეთდება მარნეუულში- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის 25-მდე ადამიანს გარკვეული ჩივილები დაუდგინდა და მათ ამ ჩივილების შესაბამისად ტესტირება ჩაუტარდებათ. „ჩვენ ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს. ჩვენი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ ინტენსიურად, უკვე დასქრინულია 35 000 მოქალაქე, ეს არის დაახლოებით 8 000-მდე ოჯახი. მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამომავლოდაც ასეთი მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა გაგრძელდება“- განაცხადა მინისტრმა.
0