ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია"

0
ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე სა­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეპარ­ქი­ა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი დე­კა­ნო­ზი იო­სებ მინ­დი­აშ­ვი­ლია. რო­გორც მე­უ­ფე სა­ბამ აღ­ნიშ­ნა, დე­კა­ნოზ იო­სებ მინ­დი­აშ­ვილს ქარ­თველ მრევ­ლთან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და მისი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია, მაგ­რამ ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მოხ­და. მი­სი­ვე თქმით, დე­კა­ნოზს ვირუ­სის მძი­მე ფორ­მა არ აქვს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქმის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია. "კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია ჩვენს ეპარ­ქი­ა­საც შე­ე­ხო და ვა­დას­ტუ­რებ, ჩვენ გვყავს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი. დღე­ვან­დელ დღეს მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ არ დავ­მა­ლოთ არა­ფე­რი და ნე­ბის­მი­ე­რი სიმპტო­მის თუ ვირუ­სის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვა, რომ გა­უფრ­თხილ­დე შენი ოჯა­ხის წევ­რებს. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არის დე­კა­ნო­ზი იო­სებ მინ­დი­აშ­ვი­ლი, მას არ აქვს მძი­მე ფორ­მა ვირუ­სის და თით­ქმის უკვე დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია. მას ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბას წირ­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და არც ამ პე­რი­ოდ­ში შე­ხე­ბა ჰქო­ნია მრევ­ლის წევ­რებ­თან. ჩვენ მა­ინც ვაფრ­თხი­ლებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ხე­ბა ჰქონ­დათ მამა იო­სებ­თან, რომ გა­უფრ­თხილ­დეთ თა­ვი­ანთ თავს და მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ არ ვი­ცით, თუ სა­ი­დან და­ინ­ფი­ცირ­და მამა იო­სე­ბი, თუმ­ცა ეს მოხ­და არა ქარ­თველ მრევ­ლთან შე­ხე­ბის დროს არა­მედ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან" - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სა­ბამ.
#კორონავირუსი
0