ფილმები საუკეთესო ინტერიერის დიზაინით

0
კინემატოგრაფიაში ხელოვნების არაერთი მიმართულებაა ინტეგრირებული. კინოსურათის სრულყოფისათვის, რეჟისორს უამრავი დეტალის გათვალისწინება უწევს - მათ შორის არის ინტერიერის დიზაინი, რომელიც ისტორიის ეკრანზე გაცოცხლებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა სხვადასხვა სცენებში ნაჩვენები ინტერიერი იდეალურად ესადაგება ფილმის ესთეტიკას, ეს მაყურებელშიც დამატებით ემოციებს აღვიძებს. ამის კარგი მაგალითია ლეგენდარული რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ნამუშევრები. გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ და ვიზუალურ ღირებულებებთან ერთად, ინტერიერის დიზაინითაც გამოირჩევა.

Call Me by Your Name / შენი სახელი დამიძახე

ლუკა გუადანინოს ეს ფილმი სიყვარულის საინტერესო და შთამაგონებელ ისტორიას გვაჩვენებს. მოქმედება ჩრდილოეთ იტალიაში, 80-იან წლებში ვითარდება. სცენების უმეტესობა სწორედ ძველ იტალიურ ვილაშია გადაღებული. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი, ძველებური ავეჯით და დეკორით ფილმის რომანტიკულ ხასიათს კიდევ უფრო საგრძნობს და ხელშესახებს ხდის.

Sex and the City / სექსი დიდ ქალაქში

ქერი ბრედშოუს სახლი სერიალის და მისი ფილმების ბევრი მოყავრულისათვის, ტიპურ ნიუ-იორკულ პატარა საცხოვრებელთან ასოცირდება.

The Great Gatsby / დიდებული გეთსბი

“დიდებული გეთსბი” ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ვიზუალურად შთამბეჭდავი ფილმია. კოსტიუმები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, ფერები და რაც მთავარია, ინტერიერის დიზაინი, რომელიც 20-იანი წლების მაღალი საზოგადოების ცხოვრების სტილს და ხასიათს იდეალურად ესადაგება.

Midnight in Paris/ შუაღამე პარიზში

ვუდი ალენის ფილმები, გარდა მსუბუქი, რეჟისორისათვის დამხასიათებელი იუმორისა, ყოველთვის განსაკუთრებული ვიზუალური ესთეტიკით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია “შუაღამე პარიზში”, რომელიც პარიზის რომანტიკულ სახეს იდეალურად გვაჩვენებს. გარდა ქალაქის ქუჩებში გადაღებული სცენებისა, აღსანიშნავია ინტერეირის დიზაინის არაერთი მაგალითი - განსაკუთრებით კი 20-იანი წლების ბოჰემური ღამის კლუბები და გერტრუდა სტაინის საცხოვრებელი სახლი.

Amélie / ამელი

“ამელი” ფრანგული კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ვინტაჟური გარემო, მკვეთრი ფერები - ეს ესთეტიკა შესაძლოა ინტერიერის შერჩევისას თქვენს ინსპირაციადაც კი იქცეს.
#დიზაინი
#კინო
#ინტერიერი
#ინტერიერისდიზაინი
#ინტერიერისხელოვნება
0