საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს – ევროკავშირის ელჩი

0
#spendyourquarantineingeorgia
Georgia
მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის.” – აღნიშნავს კარლ ჰარცერი თავის ვიდეომიმართვაში.
0