ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139931 ცუდის მოლოდინი რა თქმა უნდა ყოველთვის არის და ჩვენი ტაქტიკა პირველივე დღეებიდან იყო ის, რომ ვემზადებოდით ყოველთვის ყველაზე რთული სცენარისთვის, იმისათვის რომ შეგვძლებოდა გავმკლავებოდით ამ ყველაფერს საუკეთესო ხარისხით - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღესდღეობით კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი და იმ სტატისტიკით, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და გყავს უკვე სტაციონარში პაციენტები, რომლებიც დადასტურებული ქოვიდით არიან, ეს პაციენტების სწორედ კარანტინის ზონიდან გადმოდიან სტაციონარში. ეს გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ გარკვეული პიკის რიცხვი და ასევე გამოვლენის რიცხვი ვივარაუდოთ. ჩვენს კარანტინში მყოფი პირების ორკვირიანი პერიოდი გადის სწორედაც რომ აპრილის პირველ კვირაში და შესაბამისად მათი მოცულობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს უმაღლესი რიცხვი, რასაც ველოდებით არის აპრილის პირველი კვირა.“ - განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის განმარტებით, ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა მარნეულში განვითარებული მოვლენები გახდეს. „კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შესაძლოა გვქონდეს პიკი, არის სწორედ მარნეულის რეგიონი. სადაც ჩვენ ვიკვლევთ 150 ათას მოსახლეს და რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ შეიძლება გვყავდეს ქოვიდით დაინფიცირებული მოსახლეობა. წარმოუდგენელ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ახლა მარნეულში პირველ ხაზზე მუშაობენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იკვლევენ ამ მოქალაქეებს“ - განაცხადა ტიკარაძემ.
0