მარნეულიდან გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
მარნეულიდან გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაკეთდა განცხადება. „ჩვილ ბავშვთან კორონავირუსი არ დადასტურდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს ვირუსის არანაირი კვალი არ აღენიშნება“ , - აცხადებენ კლინიკაში. ამასთან, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტეს, რომ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულში იმყოფება“ , - აცხადებენ კლინიკაში.
#stopcovid19
#covid19
#coronavirus
#marneuli
0