დეკანოზ მამალაძის საქმე - იურისტები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

0
ე.წ ციანიდის საქმეში მსჯავრდებული გიორგი მამალაძის უფლებადამცველები დეკანოზისთვის სასჯელის გადავადებაზე უარის თქმას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადამიანის უფლებათა სწვალებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები და სამართლებრივად საქმე არასწორად შეაფასა. EMC-ს თქმით გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ექსპერტების მიერ არის დადასტურებული და მათივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზის მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები არ არსებობს. 2020 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა და დეკანოზი საპატიმროში დატოვა.
#politics
#news
#ციხე
0