3 დეკემბერი

11
მთვარის 30 -ე დღე. 🌑🌑🌑 წლის დასრულებამდე 28 დღე დარჩა ❄️❄️❄️
3 დეკემბერს დაბადებულები მომხიბლავი, აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური ადამიანები არიან, შეუძლიათ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება. ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის პრობლემა არ არის. ადვილად უახლოვდებიან ადამიანებს და ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბრის გაბმა.
3 დეკემბერს დაბადებულები ცხოვრებას განიხილავენ, როგორც ცოდნისა და გამოცდილების წყაროს. მათ უყვართ სწავლა, თავის სხვადასხვა საქმიანობაში მოსინჯვა. მათთვის გადაუჭრელი ამოცანა, პრაქტიკულად, არ არსებობს; მზად არიან, სასურველის მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურონ. ეს ადამიანები ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. თუ იდეალი ხელმისაწვდომი არაა, მაშინ მიზანს იცვლიან.
3 დეკემბერს დაიბადა ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი ანა ფროიდი.
“ჩვენ ამ ცხოვრების ტყვეები ვართ, ისევე როგორც უსაზღვრო ოკეანის სივრცეში თავიანთ პაწაწინა ნავებში დატყვევებული მეზღვაურები.”
“კრეატიული გონება ნებისმიერ ცუდ ტრეინინგს გადაურჩება.”
1621 წელს გალილეიმ პირველი ტელესკოპი გამოიგონა.
ტიბეტელი ბერების ცხოვრების წესები:
1. მოგწონს – უთხარი;
2. არ მოგწონს – ესეც უთხარი;
3. გენატრება – დაურეკე;
4. გაუგებარია – იკითხე;
5. გინდა შეხვედრა – დაპატიჟე;
6. რამე გინდა – სთხოვე;
7. არასოდეს იკამათო;
8. გინდა გაგიგონ – აუხსენი;
9. თუ დამნაშავე ხარ - მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი;
10. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა;
11. არ ეკონტაქტო სულელ ადამიანებს;
12. მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია;
13. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია;
14. სამყარო ბოროტი არ არის და არც კეთილი. მისთვის სულერთია, არსებობ თუ არა შენ;
15. შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო;
16. გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება;
17. ნუ დაიბოღმები;
18. გახსოვდეს, რომ არავისი არაფერი გმართებს;
19. გახსოვდეს, რომ შენი არავის არაფერი მართებს;
20. არ დაინანო დრო და ფული სამყაროს შეცნობისგან სიამოვნების მიღებაში;
21. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიე;
22. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების;
23. ქალებთან (პრინციპში, მამაკაცებთანაც), ისევე, როგორც ბავშვებთან, იყავი მომთმენი და დამთმობი;
24. ცუდ ხასიათზე მყოფმა გაიხსენე, რომ როცა ამქვეყნად აღარ იქნები, ესეც არ გექნება;
25. იცხოვრე დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არის, ხოლო ხვალ შეიძლება არც იყოს.
26. იცოდე, რომ დღევანდელი დღე – საუკეთესოა.....
ბედნიერი უქმეების დასაწყისი. ხვალ ახალმთვარეობაა.
11