30 ნოემბერი

15
მთვარის 27 დღე🌘, მეოთხე ფაზა.
30 ნოემბერს დაბადებულები
ენამჭევრი, ენამახვილი, ოპტიმისტი - ასეთი არიან 30 ნოემბერს დაბადებულები. ისინი მომხიბლავი, გულღია, კომუნიკაბელური თვისებებით გამოირჩევიან, ახასიათებთ გამჭრიახობა და დაკვირვების უნარი. აქვთ პრაქტიკულად განუსაზღვრელი შემოქმედებითი პოტენციალი.
30 ნოემბერს დაბადებულები ვერ იტანენ სიცარიელეს; არ უყვართ მარტოობა. შეუძლიათ რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთონ. მუდმივად აფართოებენ საურთიერთობო წრეს, სრულყოფენ ორატორულ შესაძლებლობებს და ავითარებენ მსმენელის ნიჭს.
ამ დღეს დაბადებულები ბუნებით მკვლევარები არიან. ისწრაფვიან ახალი ცოდნისკენ, წარმატებებს აღწევენ მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მაგრამ ასევე ბევრია მათ შორის პრაქტიკოსი. ისინიც ასევე დიდ წარმატებებს აღწევენ პროფესიულ საქმიანობაში.
30 ნოემბერს დაბადებულები ორ ტიპად იყოფიან. პირველისთვის კარიერა წინა პლანზეა. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ამბიციურობა, თანამიმდევრულობა; ზუსტად იციან, რა უნდათ. მეორე ტიპის მშვილდოსნებისთვის სამუშაო არსებობისთვის სახსრების მიღების წყაროა, ისინი არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, კარიერის გაკეთებისკენ, უპირატესობას ანიჭებენ სტაბილურ გრაფიკსა და ნორმირებულ სამუშაო დღეს.
30 ნოემბერს დაიბადა ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი : “კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მშვიდი სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება.”                          
უინსტონ ჩერჩილი :                        
“დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.”
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს :                            
ლაზარე ხატმწერის ხსენების დღეს.
ღირსი ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეული ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი. ამისთვის ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) დროს იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტარს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ იმპერატორ თეოდორას (842-855) ჩარევით გადაურჩა დასჯას. ღირსი ლაზარე მშვიდობით მიიცვალა 857 წელს, როცა პაპ ბენედიქტე III-სთან (855-858) საეკლესიო საქმეებზე გაგზავნილ ელჩობასთან ერთად რომიდან ბრუნდებოდა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.                    
გრიგოლ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს.                          
გაბრიელ გარსია მარკესი:
“ უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შვს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ცხოვ­რობ­და ჩვენ­ში, რო­მე­ლიც იყა­ვი ოდეს­ღაც და ახ­ლაც არ­სე­ბობს სა­დღაც შენს სიღ­რმე­ში. თუ მას მო­ვუს­მენთ, ჩვე­ნი თვა­ლე­ბი ისევ გაბრ­წყინ­დე­ბა, თუ მის მოს­მე­ნას არ შევ­წყვეტთ, არ შევ­წყვეტთ ცხოვ­რე­ბას­თან კავ­შირ­საც.”

კომშის ნაყენი :

შემადგენლობა:
  • 1-1,5 კგ კომში.
  • შაქარი 200 გრამი
  • 250 მლ სუფთა არაყი
  • 250 მლ სპირტიანი სასმელი
მომზადება:
  • გაასუფთავეთ ხილი.
  • გახეხეთ კომში საშუალო ან წვრილ სახეხზე.
  • დაფარეთ ხილი შაქრით.
  • 7-10 დღის შემდეგ გადაწურეთ სიროფი და შეურიეთ არაყს და ალკოჰოლს.
  • 3-4 თვის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებლად.
კომშის ნაყენის მრავალი ვარიანტი არსებობს - უმარტივესი და კლასიკური რეცეპტის გარდა, ამ სასმელს შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, ფორთოხალი, ვაშლი, დარიჩინის ჩხირები, ვანილი ან რომი. კომშის ნაყენი ხალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, გემრიელად მიირთვით.
15