30 ოქტომბრის კალენდარი…

9
🌙მთვარის მეექვსე დღე პირველი ფაზა🌙გრიგორიანული კალენდარის 303 -ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 62-ი დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ 30 ოქტომბერს:

30 ოქ­ტომ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მარ­თვის ნი­ჭი­თა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მათ­თვის ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე საქ­მის ერ­თდრო­უ­ლად კე­თე­ბა და ერუ­დი­ცი­ის­კენ სწრაფ­ვა. თუმ­ცა თვი­სე­ბას გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნონ, ხში­რად მო­აქვს პრობ­ლე­მე­ბი მათ­თვის. რაც ძი­რი­თა­დად გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კონ­ფლიქ­ტის სა­ხით ვლინ­დე­ბა.

ვინ დაიბადა:

ჯონ ადამსი ამერიკის პრეზიდენტი.
ანდრე შენიე ფრანგი პოეტი.
 დიეგო მარადონა არგენტინელი ფეხბურთელი.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი,
ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898)
17 (30) ოქტომბერი
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3, 11);
როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11, 17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში - „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.
ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.
ღირსმოწამე ანდრია კრეტელის ხსენების დღე(+767)
17 (30) ოქტომბერი
ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა წინ იმპერატორს, რომელიც აბუჩად იგდებდა ხატთაყვანისმცემლებს, სხვათა შორის, მან აღნიშნა: თუ მათ, ვინც შესაფერ პატივს არ მიაგებს მეფის ქანდაკებასა და გამოსახულებებს, სიკვდილით სჯიან, ქრისტეს გამოსახულებათა თაყვანისცემის აკრძალვა მით უფრო შეუწყნარებელია ღვთისთვის. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. მის საკანში შეიკრიბნენ მართლმორწმუნეები, რომელთაც უფლის რჩეული ამხნევებდა და მოუწოდებდა, მტკიცედ დაემარხათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს რომ შეიტყო, იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ წმიდა ანდრია. იგი ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).
წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა. ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.

დღის საკითხავი:

„ხანდახან რისხვა ვინატრე ზეცის,
ხანდახან მსურდა ღმერთთან გოდება,
ადამიანი ყოფილა მხეცი,
რომელიც თან მძულს, თან მეცოდება"

გალაკტიონ ტაბიძე

ბედნიერ და მშვიდობიან კვირა დღეს გისურვებთ!💖🙏💖
9