14 votes
0 comments
0 shares
Save
„აშშ-მ კორონავირუსის შეჩერების შანსი დაკარგა“ – ბილ გეითსი
55 views
Forbes Woman Georgia
Tbilisi · 3 months ago

Microsoft-ის დამფუძნებელი ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისა და ახალი გამოწვევების შესახებ ამახვილებს ყურადღებას.


„აშშ-მ კორონავირუსის შეჩერების შანსი დაკარგა“ - ბილ გეითსი • ForbesWoman
www.forbeswoman.ge
Forbes Woman Georgia
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Interworld
Tbilisi · 3 weeks ago
აშშ-ის მიერ სანქცირებული ვენესუელა და ირანი მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ
ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში ირანული საკვები პროდუქტებით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა 22 ივნისს. აღნიშნული სამხრეთ ამერიკული სახელმწიფო ძირითადი სასაქონლო პროდუქციის მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის. საკვები პროდუქტები ვენესუელას დედაქალაქში (Terrazas del Avila-ზე) გახსნილ პირველ ირანულ სუპერმარკეტში იქნება წარმოდგენილი. კარაკასში წარმოდგენილ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში 20 ივნისს განაცხადეს, რომ განხორციელებული ქმედება არის “მორიგი წარმატება ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში”. მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ვენესუელა ღრმა სავალუტო დეფიციტს განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა სახის ყოველდღიური საჭიროებების იმპორტის განხორციელება თითქმის არ შეუძლია. დამატებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაზე, აშშ-ის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, ოფიციალური კარაკასისთვის იმპორტის განხორციელების შესაძლებლობები კიდევ უფრო შეამცირა. მანამდე, მაისის თვეში, ირანის ხელისუფლებამ ვენესუელას 1,5 მლნ. ბარელის ოდენობის (5 ერთეული ტანკერით) ნავთობი მიაწოდა, რამაც, ერთ დროს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ნავთობის უმთავრესი მწარმოებლისთვის ბენზინის დეფიციტის შემსუბუქებას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ოფიციალურმა თეირანმა მადუროს ხელისუფლებას ის ძირითადი ინგრედიენტები მიაწოდა, რომელიც ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების კვლავ ასამუშავებლად და საკუთარი წარმოების ბენზინის შესაქმნელად არის საჭირო. ზოგადად ირანის ისლამური რესპუბლიკა და ვენესუელა შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფებიან. დამატებით, ოფიციალური ვაშინგტონი სხვადასხვა მთავრობას, ცალკეულ საზღვაო პორტებს, სატვირთო გადამზიდავებს და სადაზღვევო კომპანიებს იმ საწინააღმდეგო ზომების შესახებ აფრთხილებს, რომელიც მათ წინააღმდეგ ამოქმედდება, თუ ისინი ზემოხსენებულ ორ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს გადაწყვეტენ. 19 ივნისს მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკმაოდ “რბილი” ტონით ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი პრეზიდენტ მადუროსთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს. 22 ივნისს, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით დააზუსტა, რომ ვენესუელას პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ეს უკანასკნელი “ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას” გადაწყვეტს. დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროსთან შეხვედრის სურვილი 2018 წელსაც გამოთქვა, რასაც ვენესუელას პრეზიდენტი დაეთანხმა, მაგრამ ორმხრივ სურვილს პრაქტიკული ნაბიჯები არ მოჰყოლია. ამის ნაცვლად შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური კარაკასის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რამაც სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. 2019 წლის იანვარში, აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა ვენესუელას ლეგიტიმურ ლიდერად ხუან გუაიდო აღიარეს (საქართველომაც გამოუცხადა მხარდაჭერა), მაგრამ ნიკოლას მადურომ მაინც შეძლო ხელისუფლებაზე კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნება. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ვენესუელაზე (მეტწილად ეკონომიკური სანქციებით) ზეწოლას ახორციელებს, მადურომ დღემდე შეძლო რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და კუბის მხრიდან მხარდაჭერის შენარჩუნება. ივნისის დასაწყისში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს, სადაც ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და სხვა მომიჯნავე სექტორებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს. საკითხის სპეციალისტების მოსაზრებით, საკვები პროდუქტების გარდა, სატვირთო ხომალდ GOLSAN-ით სავარაუდოდ იმ ტექნიკის/აღჭურვილობის გადატანა ხორციელდება, რომელიც ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ირანული სუპერმარკეტების ქსელის ასამუშავებლად არის საჭირო. აშშ-ის მაიამიში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია Caracas Capital Markets-ის ხელმძღვანელის რას დელენის თქმით, ხომალდს 23 000 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, რაც სრულიად საკმარისია ვენესუელაში ირანული სუპერმარკეტების “სრული ჯაჭვის” შესაქმნელად. ზემოხსენებული ხომალდი ირანის ქალაქ ბანდარ აბასის (Bandar Abbas) პორტ Shahid Rajaee-დან 17 მაისს გამოვიდა და ვენესუელას პორტ La Guaira-ში 22 ივნისს შევიდა. როგორც ცნობილია, ოფიციალური თეირანი ვენესუელაში არსებული საწვავის დეფიციტის შესამსუბუქებლად, ყოველთვიურად 2-3 ერთეული სანავთობე ტანკერის გაგზავნას გეგმავს. აშშ-ის მხრიდან არაერთგზის განხორციელებული გაფრთხილების საპასუხოდ, ირანის მთავრობა ოფიციალურ ვაშინგტონს (შევეიცარიის ელჩის შუამავლობით) დაემუქრა, რომ მისი დროშის ქვეშ მცურავი ხომალდებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სამხედრო რეაგირებას მოახდენს. უამრავი რიგითი ირანელი, სოციალური ქსელების გამოყენებით პროტესტს და გაბრაზებას გამოხატავს. მათი აზრით, ირანის ხელისუფლება უდიდეს თანხებს ხარჯავს სხვა ისეთი ქვეყნების დასახმარებლად, როგორებიც სირია, ლიბანი და ვენესუელაა, მაშინ როდესაც, თავად ირანული საზოგადოების დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ვენესუელას ხელისუფლებამ 2009 წელს, კრემლის გავლენით, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Venezuela #Iran #economy #sanctions #goods #oil #interworld#ახალიამბები #პოლიტიკა
Luka Khvareshia
Kutaisi · 1 day ago
Hamilton: ჰიპ-ჰოპი ბროდვეიზე
რას იტყოდით თუ მეგობარი შემოგთავაზებდათ მიუზიკლზე წასვლას? ალბათ, თქვენი რეაქცია იმაზე იქნებოდა დამოკიდებული თუ რა ურთიერთობა გაქვთ თეატრთან და მუსიკასთან, თუმცა ასეა თუ ისე, დამერწმუნებით ალბათ რომ პირველი რაც მიუზიკლზე მოგაგონდებათ არის საორკესტრო მუსიკა ან ესტრადა, პლუს ამას საოპერო არიები და ქორეოგრაფიული ჩანართებიც. საბოლო ჯამში, ალბათ ამჯობინებდით ჩვეულებრივი სპექტაკლი გენახათ, მსახიობების საოცარი ოსტატობით, ვიდრე ამღერებული ხალხი, რომლის საუბარსაც დიდად ვერ იგებთ. ეს ალბათ ძალიან სუბიექტური შეფასება იქნება, მაგრამ თავად ჩემთვისაც კი მიუზიკლები უფრო რთული საყურებელია, ვიდრე ჩვეულებრივი დადგმები. ამას ზუსტ მიზეზს ვერ ვუძებნი, მაგრამ ფაქტია, საზოგადოებაში რაღაც სტანდარტად არის დამკვიდრებული რომ ოპერა იქნება თუ ჩვეულებრივი დისნეის ფილმი, შენი გემოვნების შესაფერისი მუსიკის გარეშე ცოტა მოსაწყენი არის. 2015 წელს 17 თებერვალს, ნიუ–ორკში public theatre-ის შენობაში შედგა მიუზიკლ, ჰამილტონის პრემიერა. Public theatre შედარებით პატარა დარბაზია და ის ნიუ–ორკის ბროდვეის სცენებს პომპეზურობით ჩამოუვარდება. პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლმა მოიგო 8 Drama desk award-სი, რომელიც off-broadway ნაწარმოებებს გადაეცემათ, ამის შემდეგ კი ჰამილტონმა რიჩარდ როჯერსის თეატრში გადაინაცვლა და აი აქ, 2015 წლის 6 აგვისტოს, შედგა პირველი პრემიერა ბროდვეიზე. სპექტაკლის ბილეთები სრულიად გაიყიდა. 2016 წელს წარმოდგენამ მოიგო ტონის 16 ნომინაციიდან 11 ჯილდო და ამავე წელს მიიღო პულიცერის პრემია. თანდათანობით ჰამილტონი გასცდა ნიუ–ორკის ფარგლებს და ჯერ ჩიკაგოში დაიდგა შემდეგ კი საერთოდ ლონდონის Victoria Palace Theatre–ში, რის შემდეგაც ბრიტანული Olivier Awards–იც მოიპოვა. ამას თან მოჰყვა 3 ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე და უამრავი სასიამოვნოდ გაოგნებული მაყურებელი. ჰამილტონს ესწრებოდნენ ისეთ ხალხი, როგორიცაა: სტივენ სპილბერგი, ლედი გაგა, სემუელ ჯექსონი და სხვა ცნობილი სახეები. სპექტაკლით აღფრთოვანებული იყო ბარაკ და მიშელ ობამები, ლონდონის ტურნესას მას ესწრებოდა პრინცი ჰარი, მისი მეუღლე მეგან მარკლი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა რა არის ამ სპექტაკლში ასეთი გამორჩეული, და რატომ მიიჩნევა უკვე ფენომენად? მოდით ამ კითხვას პასუხი გავცეთ,მე კი ვეცდები სპოილერებს თავი ავარიდო. 1. ლინ მანუელ ლი ჰამილტონის იდეის, სცენარის მუსიკისა და თავად ჰამილტონის როლის შემსრულებელი ლინ–მანუელ ლი პირველი მიზეზია იმისა თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოუ ასეთი პოპულარული. ეს ამერიკელი მუსიკოსი, სცენარის და სიმღერების ავტორი, მსახიობი, რეპერი და უამრავი სხვა პროფესიის მქონე პიროვნება, ჰამილტონის შემქმნელია. სწორედ მას გაუჩნდა იდეა დაედგა მიუზიკლი ამერიკის ისტორიაში ერთ–ერთ გამორჩეულ ფიგურაზე; ალექსანდრე ჰამილტონზე. ამისათვის კი ის 2004 წელს გამოსულ, რონ ჩერნოვის ბიოგრაფიულ რომანს დაეყრდნო. ლინ–მანუელ ლის კარგად იცნობს ბროდვეის მაყურებლები სხვადასხვა მიუზიკლებით, ის ასევე აქტიურად თანამშრომლობს დისნეისთან. სწორედ მისი დაწერილია ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმი „მოანა“. ასევე საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობს მას სხვადასხვა სითკომებიდან და „მერი პოპინსის“ უახლესი სიქველიდანაც სადაც ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებდა. დამეთანხმებით ალბათ, მარტივი არ არის დადგა სპექტაკლი, დაწერო სცენარი და მუსიკა და შემდეგ მასში მთავარი როლი შეასრულო თანაც ეს ყველაფერი ისე კარგად გამოგივიდეს რომ ფურორიც კი მოახდინო. ლინ–მანუელ ლისთვის ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი რამ და ამას რეალობაც ცხადყოფს. 2. მუსიკალური სტილი გინახავთ ოდესმე მიუზიკლი, რომელიც ჰიპ–ჰოპის, რეპისა და ბლუზის ნაზავია? საერთოდ არსებობს კი ასეთი მიუზიკლები? მგონია რომ არა. სამაგიეროდ ჰამილტონი გამონაკლისი აღმოჩნდა და ეს ბიოგრაფიული დრამა, რომელიც აშშ–ს დამფუძნებელი მამის შესახებ გვიყვება, თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი და საყვარელი მუსიკალური ჟანრებით არის გაჯერებული. ლინ–მანუელ მირანდამ აღნიშნა რომ: ალექსანდრე ჰამილტონის ამბის მოყოლა იდეალურად არის შესაძლებელი ჰიპ–ჰოპის დახმარებით – ესაა ისტორია კაცისა, რომელმაც არაფრისგან, საკუთარი შრომით მიაღწია პოპულარობას და ძალაუფლებას. მუსიკა კი არაჩვეულებრივად არის დაწერილი, სიმღერები დასამახსოვრებელი და რიტმულია, ხოლო შემსრულებელთა ვოკალი საკმაოდ ძლიერი. 3. დივრესიული გამომსახველობა დიდი ალბათობით სათაურმა დაგაბნიათ. ქართული რეალობისთვის საკმაოდ უცხო ფენომენია დივერსიული გამომსახველობითობა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გულისხმობს სხვადასხვა რასის წარმომადგენლების ჩართულობას შოუში, რასაც დღევანდელ ამერიკაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. სურათზე ასახულია რომ მსახიობთა უმეტესობა ფერადკანიანია და ფერადკანიანთა შორის აშკარად შავკანიანები ჭარბობენ. ალექსანდრე ჰამილტონის ეპოქისათვის ფერადკანიანთა როლი საკმაოდ მცირე იყო და მნიშვნელოვანი ფიგურებიც, როგორიცაა თუნდაც ჯორჯ ვაშინგტონი, შეუძლებელია ყოფილიყო შავკანიანი, როდესაც იმ პერიოდის ამერიკაში ფერადკანიანი მოსახელობა მონობის უღლის ქვეშ იყო მოქცეული და განვითარების ყოველგვარი შანსი ჰქონდათ დაკარგული. შოუს შემქმნელებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ მუსიკალური ჟანრი ანუ რეპი და ჰიპ–ჰოპი, ბევრად უფრო ახლო და ნაცნობია სწორედ ფერადკანიანი მსახიობებისთვის, მათთვის ვინებმაც რეალურად ეს მუსიკალური მიმდინარეობები ჩამოაყალიბეს. თავად ჰამილტონის როლის შემსრულებელი, ლინ მანუელი, ლათინო ამერიკელია. ერთ–ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არასდროს ჰყავდა ნანახი ლათინო ამერიკელი მთავარ როლში და სწორედ ამან გადააწყვეტინა ჰამილტონის პერსონაჟი თავად ეთამაშა. ასეა თუ ისე, აშშ–ში ამას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ, როდესაც შოუ უმცირესობის უფლებებს იცავს უმრავლესობაც კმაყოფილია. 4. დიდებული ისტორია ბევრი რომ არ ვილაპარაკო შოუ არის იდეალურად დაწერილი. არის სიმღერები რომელებიც გაგაცინებენ ( looking at you, მეფე ჯორჯ მესამის შესრულებით), სიმღერები, რომლებიც აგატირებენ (ამის მაგალითს ვერ მოვიყვან, მთელი მეორე აქტი და შოუს დასასრული დრამატული სიმღერებით არის სავსე). წარმოუდგენლად დიდი დრო და ენერგია ჩადეს შემქმნელებმა, რომ ყოველი დეტალი ყოფილიყო გამართული, სრული და იდეალურად შესრულებული. განსაკუთრებით ალბათ გამოვყოფდი ერთ–ერთი პერსონაჟის პარტიას satisfied, რომელიც იმის გარდა, რომ ძალიან ამაღელვებელი მუსიკაა ტექნიკურად საოცრად გამართული დადგმაა, ისეთი, რომელიც პერსონაჟის სულიერ განცდებს ძალიან კარგად წარმოაჩენს. თავად სთორილაინიც ძალიან გამართულია. არ ტოვებს არც ერთ მომენტს ხაზგასმის გარეშე. უყურებ თითოეული პერსონაჟის შინაგან, სულიერ განცდებს, ისე თითქოს კინო კადრი იყოს, მსხვილი კუთხით აღებული, ზედ ფლეშბექები და ათასი სპეც–ეფექტებით შეზავებული. და როდესაც ამ ყველაფერს ძალიან მოდერნისტული მუსიკაც ერთვის დამიჯერეთ, რთულია მსგავსი შოუ არ მოგეწონოთ. 3 ივლისს, Disney +–მა, თავის მაყურებლებს ჰამილტონის დადგმის 2016 წლის ჩანაწერი გაუზიარა. ახლა უკვე ბევრად უფრო ფართო აუდიტორიისთვის არის შესაძლებელი, ძალიან მაღალ ხარისხში, სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საქართველოში, დატკბეს ბროდვეის ამ არაჩვეულებრივი შოუთი, რომელიც დამერწმუნეთ არცერთს არ დაგტოვებთ გაწბილებულს. აქ კი ჩემს ერთ–ერთ გამორჩეულ ტრეკს გიტოვებთ. #feedcgrant Feedc #ხელოვნება #musical #show #disney
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ჩინეთმა უნდა განმარტოს რა მოხდა და რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია დროულად-პომპეო
ახალი კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ჩინეთმა მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში გააკეთა. მაიკ პომპეოს თქმით, ჩინეთმა უნდა განმარტოს რა მოხდა და რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია დროულად დანარჩენი მსოფლიოსთვის. სატელევიზიო ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა თქვა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლაბორატორია მუშაობდა პროგრამაზე, რომელიც ინფექციურ ნივთიერებებს აერთიანებდა. მანამდე შეერთებული შტატების დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლების განცხადებებიდან გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონმა კოვიდ 19-ის ჩინეთის ლაბორატორიაში შექმნის ვერსიის შესწავლა დაიწყო. ჩინეთის საგარეო უწყებაში თეორიას უკვე უწოდეს უსაფუძვლო.
შეთქმულების თეორია
Tbilisi · 1 week ago
კომუნისტები 70 წლის განმავლობაში აშშ- ში წყალს წამლავდნენ!
ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღემდე სჯერა, რომ საბჭოთა კავშირი მას წყალს უწამლავდა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ცივი ომის პერიოდში ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ჭორი კომუნისტების და ზოგადად საბჭოთა კავშირის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ აქედან გაჩნდა ეს შეთქმულების თეორია. შეთქმულების თეორიის მთავარი იდეა გამომდინარეობს იქიდან, რომ წყალში უშვებდნენ ვირუსულ ბაქტერიას,რომელიც კომუნისტურ ფილოსოფიას ნერგავდა ადამიანის სხეულში. ყველაზე საინტერესო დეტალი ამ საქმეში არის ის, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაწყო მასობრივად წყლის ყიდვა, რამაც თავისთავად გარკვეული დეფიციტი გამოიწვია ბაზარზე. ამ თეორიის მომხრე გახლდათ ჩარლზ პერკინსი, რომელიც ფიქრობდა რომ კომუნიზმის მსგავსად გავრცელების საშიშროება მართლაც არსებობდა!
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
რესპუბლიკელები აშშ-ის პირველ ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის აკრიტიკებენ
ენტონი ფაუჩისა და დონალდ ტრამპს შორის დაწყებული დებატები, რომელიც ახალი კორონავირუსის შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ეხება, გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს ამერიკის პირველი ინფექციონისტი და კენტუკიდან, „რესპუბლიკელი სენატორი" დაუპირისპირდნენ. ონლაინ კონფერენციის თემა პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები იყო. რენდ პოლმა ამერიკის პირველ ინფექციონისტს უთხრა, რომ ის არ არის ერთადერთი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ცალკეულ შტატში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის საკითხი მათი გადასაწყვეტია. ამერიკელი სენატორის საპასუხოდ შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა განმარტა, რომ მას ცალკეული გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უგულებელყოფს ცალკეული შტატი ან ქალაქი სპეციალურად შემუშავებულ ნორმებს, რაც კოვიდ 19-ის მეორე ტალღის რისკის წინაშე აყენებს ყველას.
ამერიკის ხმა
Tbilisi · 2 weeks ago
ცვლილებები საქართველოს შესახებ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში
შეერთებული შტატების სენატი 2021 საბიუჯეტო წლის სამხედრო ბიუჯეტს განიხილავს. ბიუჯეტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან მიბმაა. სენატორის მიერ ინიცირებული ცვლილება საქართველოში მიმდინარე ამბებს აღწერს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვლის და გიორგი რურუას დაკავებას და მოიცავს ისტორიულ რაკურსს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების შესახებ . 1992 წლიდან შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 4,200,000,000 დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მათ შორის 730,000,000 სამხედრო დახმარების კუთხით“ , - ნათქვამია აქტში. დოკუმენტის შესავალი, საქართველოში გასულ წელს განვითარებულ მოვლენებზე და დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. „საქართველოს პოლიციამ ძალადობრივად ჩაახშო პროტესტი, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენებით, რასაც ასობით პირის მძიმე დაზიანება და დაკავება მოჰყვა“, - ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტი 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. „შეთანხმების მოუხედავად გიორგი რურუა რჩება წინასწარ პატიმრობაში“, - ამბობს ცვლილების ტექსტი. მოვლენებზე დაყრდნობით, სენატორის ინიცირებული ცვლილებები მოიცავს სენატის პოზიციას საქართველოში დემოკრატიული პროცესის გარშემო და მოუწოდებს მთავრობას შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. "[აშშ-ის სენატი] მოუწოდებს მთავრობას, არჩეულ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად თავისუფალ პრესის შენების საქმეში, კერძო საკუთრების დაცვაში და გახდნენ უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი და გამჭვირვალენი მმართველობაში", - ნათქვამია რეკომენდაციების ნაწილში. სენატორის ცვლილებები 8 მარტის შეთანხმებასთან ერთად, სასამართლო რეფორმას და მომავალ არჩევნებსაც შეეხება. "ამერიკის ხმა" ცოტა ხანში რეკომენდაციებს უცვლელად შემოგთავაზებთ. მიადევეთ თვალი ჩვენს ვებ-გვერდს.#ახალი_ამბები
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 day ago
აშშ-ის საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს
აშშ-ის საელჩო საქართველოში გუშინ კასპის მუნიციპალიტეტში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და გატაცების ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ მომხდარი სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული მორიგი პროვოკაციაა. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“, - ნათქვამია განცხადებაში. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე გუშინ დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“.
Headline
Tbilisi · 1 month ago
მასობრივი პროტესტი და კორონავირუსის გავრცელება
ამერიკის ხელისუფლების COVID-19-თან ბრძოლის სამიზნე ჯგუფის განცხადებით, მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო წამოწყებულმა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვან ზრდას შეუწყოს ხელი. „ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ამერიკელის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ ამავდროულად მოვუწოდებთ თავიანთი უფლებების განხორციელება უსაფრთხოდ შეძლონ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ცალკეული შტატების ხელმძღვანელებთან სატელეფონო კონფერენციის დროს. სამიზნე ჯგუფის მონაცემებით, ბოლო კვირების მანძილზე, დიდი ქალაქების უმეტესობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემცირდა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რამდენად სასარგებლოა პროტესტის მონაწილეების მხრიდან, სამედიცინო პირბადეების გამოყენება აქციების მიმდინარეობისას. აქვე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შტატებიდან მომდინარე COVID-19-ის მზარდი შემთხვევების გამო, აშშ-ის საფონდო ბირჟების მაჩვენებლები უარყოფითი ნიშნულისკენ მიდიან. აღნიშნული თავის მხრივ შესაძლოა ეპიდემიის მეორე ტალღაზე მიუთითებდეს. შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც სამოქალაქო პროტესტისა და კორონავირუსით ინფიცირების შესაძლოა კავშირს განიხილავენ. მაგალითად ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პირბადეს იყენებდა, შეუძლოდ გახდა და აქედან გამომდინარე უცნობია, რამდენად ამცირებს ნიღბის გამოყენება ვირუსის გადაცემის რისკს. აქვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამოქალაქო პროტესტი, არსებული სოციალური დისტანცირების წესების თანახმად კვლავ არალეგალურია. თავის მხრივ, ბორის ჯონსონი მოსახლეობას მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა მასობრივ პროტესტში, თუ ისინი სოციალური დისტანციის დაცვას არ ეცდებიან. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. coronavirus USA Australia UK mass protest headline
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
აშშ-მ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა
შეერთებული შტატების საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლისმეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. „ამ თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, „კოვიდ-19“-ის საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
ვინ ააშენებს 12 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გურიაში ჰიდროელექტროსადგურის „ბახვი 1“ პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციით განხორციელდება. „მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ენერგეტიკული პროექტი, ეს არის „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი, გურიაში ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სულ მცირე 20 ადამიანის სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება გურიაში, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით. პროექტის ინიციატორი გახლავთ აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი“. უფრო სწორად, მისი აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც ახორციელებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში პროექტებს. ეს იქნება ამ კომპანიის მე-5 პროექტი ენერგეტიკის სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას და ინვესტორებს აქვთ სურვლი გააფართოვონ თავისი ინვესტიციები საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსისა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორებისთვის და მათ შორის ამერიკელებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პეროდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.